ფარმაცევტული კომპანია შპს "სახალხო აფთიაქი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
-უმაღლესი სამედიცინო განათლება;
-მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფარმაცევტულ სფეროში, პროდუქტის მენეჯერის, წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელის ან მსგავს თანამდებობაზე;
-სასურველია ფარმაცევტული პროდუქტის დანერგვის დაგეგმარებაში მონაწილეობის გამოცდილება;
-ფარმაცევტული ბაზრის მიმდინარე ვითარების ანალიზის უნარი;
-ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
-საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
-ასაკი: 22-იდან 40 წლამდე.
მოვალეობები:
-ფარმაცევტული პროდუქტის დანერგვის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
-წარმომადგენელთა მუშაობის დაგეგმარება, მართვა და კონტროლი;
-კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და შეხვედრების ორგანიზება;
-ფარმაცევტული პროდუქტის გაყიდვისათვის საჭირო სხვა მოლაპარაკებების წარმოება ფარმაცევტულ კომპანიებსა და სხვა სავარაუდო დაინტერესებულ პირებთან.
ანაზღაურება დამოკიდებულია კონკურსანტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე საბაზრო კონიუნქტურის გათვალისწინებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 5 მარტისა. წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!