შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (სსეკ) დაარსდა 2005 წელს. ეს არის ლიდერი კომპანია, რომელმაც დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ენერგობიზნესში, როგორც სტაბილურმა და მზარდმა ორგანიზაციამ. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულთა რაოდენობა 780 ადამიანს აღწევს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ბუნებრივი აირი, ჰიდროელექტრო ენერგია და თბოელექტრო ენერგია.
ვაკანსია: ბუღალტერი.
სამუშაოს სტატუსი: სრული შტატი.
სამუშაოს დაწყების დრო: 1 სექტემბერი, 2011 წელი.
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ფინანსების ან საბუღალტრო განხრით;
- კომპიუტერული და ბუღალტრული პროგრამების კარგი ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა.
- სასურველია: კომპანიებში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დიპლომატიურობა, ხარისხზე ორიენტირებულობა, ძლიერი მოტივაცია და კარგი ანალიტიკური აზროვნება;
- ახალ გარემოებებთან ადვილად შეგუებისა და სწრაფი შესწავლის უნარი;
- დეტალებზე კონცენტრირებულობა, შემჭიდროვებულ ვადებში რამოდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
კომპენსაციის პაკეტი იქნება შეთავაზებული გამომდინარე კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან, შესაბამისად მისი ცოდნისა და კომპეტენციებისა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: და მოგვაწოდოთ თქვენი CV (ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციით) და სამოტივაციო წერილი. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 20 სექტემბერი, 19:00 საათი.
შპს "სსეკ" იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, შემდგომი პროცედურის - ტესტირების გასავლელად, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც შეირჩევიან კანდიდატები შემდგომი ინტერვიუსათვის.