საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი) აცხადებს ვაკანსიას საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
პერიოდი: 2012 წლის იანვრიდან, 1 წლის ვადით
ახლად დაარსებული საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების, როგორც ინოვაციისა და ეკონომიკური განვითარების წარმმართველი ძალის, გაძლიერებას. ცენტრი ხელს უწყობს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებას ადგილობრივი ინდუსტრიისა და მეცნიერების საკეთილდღეოდ და იმოქმედებს როგორც კომპანიებისა და კვლევითი დაწესებულებების ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის კვანძი. გარდა ამისა, ცენტრი იმუშავებს საქართველოს ინოვაციების სისტემის გაძლიერებაზე. ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი იქნება დაინტერესებული მხარეების მფლობელობაში, რომლებიც წარმოადგენენ კერძო, სახელმწიფო და აკადემიური სექტორებს.
საქპატენტს სურს, სამუშაოზე აიყვანოს მოტივირებული პიროვნება საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- ბაზრის კვლევის ჩატარება: მცირე და საშუალო საწარმოების ტექნოლოგიის მოთხოვნისა და ტექნოლოგიის პროვაიდერების პოტენციური მიწოდების შეფასება (ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე);
- ტექნოლოგიის გადაცემის შესაძლებლობების რეგულარულად შეფასება ყველა სექტორში;
- ტექნოლოგიების გადაცემის კონკრეტული პროექტების დაწყება და მონიტორინგი ცენტრის ხელმძღვანელთან თანამშრომლობით (აქტიური შეძენა, საჭიროებების დიაგნოსტიკა და ტექნოლოგიური ვარიანტების ძიება, ნოუ-ჰაუს გადაცემის ორგანიზება და ა.შ.);
- საქართველოს გამოგონებების შეფასება სხვადასხვა ინდუსტრიაში კომერციალიზაციის მიზნებისათვის;
- მონაცემთა ბაზების, როგორც ცოდნის მართვისა და პატენტუნარიანი გამოგონებების კომერციალიზაციის საშუალების, შექმნა და განახლება;
- ცენტრის ხელმძღვანელის ტექნიკური მხარდაჭერა სტრატეგიული განვითარებისა და დაგეგმვის საკითხებში;
- კლიენტებისათვის პირდაპირი კონსულტაციის გაწევა ტექნოლოგიის გადაცემის, პროდუქციისა და პროცესების ინოვაციების საკითხებზე;
- ტექნიკური დახმარების ორგანიზება;
- კლიენტების გამოხმაურებების შეგროვება გაწეული მომსახურებების შესახებ.
თქვენი პროფილი:
- საუნივერსიტეტო ხარისხი (მაგისტრის ეკვივალენტური) საინჟინრო საქმეში, საბუნებისმეტყველო ან სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში;
- სამრეწველო სექტორში მუშაობის 2-4 წლის გამოცდილება;
- გამოცდილება გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით სფეროში (R&D) ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგი ცოდნა ინოვაციების მართვის, ინოვაციური პროცესებისა და შესაბამის სფეროებში (ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე);
- ქართული და ინგლისური ენების (წერილობითი და ზეპირი) თავისუფლად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალიტიკური უნარი და კომუნიკაბელურობა
- სამეწარმეო მენტალიტეტი.
ჩვენი შემოთავაზება:
საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი გთავაზობთ პერსპექტიულ, მრავალასპექტიან და კრეატიულ სამსახურს. თქვენ იმუშავებთ ბიზნესისა და მეცნიერების სფეროების ურთიერთკავშირში, მომხმარებლის საჭიროებებზე მნიშვნელოვანი ფოკუსირებით. ტექნოლოგიების გადაცემის სხვა ევროპულ ცენტრებთან გამოცდილების გაზიარების საშუალებით, თქვენ იმუშავებთ საერთაშორისო გარემოში, რაც, ასევე, დაკავშირებულია მოგზაურობასთან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV ფოტო-სურათით 2011 წლის 31 დეკემბრამდე (კანდიდატის შერჩევა მოხდება 2012 წლის 15 იანვრამდე) შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@sakpatenti.org.ge. საგნის ველში მიუთითეთ "საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის მთავარი ექსპერტის ვაკანსია". დაგვიანებით წარმოდგენილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.