შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს კონკურსს ევროპაში საქართველოს მიმართულებით საფოსტო და კომერციული ტვირთების შეგროვების მომსახურებაზე.
კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
- უზრუნველყოს ტვირთების შეგროვება/დახარისხება ევროპის ტერიტორიაზე;
- უზრუნველყოს შეგროვებულ/დახარისხებულ ტვირთზე ელექტრონული ინფორმაციის შეუფერხებლად მოწოდება საქართველოს ფოსტისათვის;
- უზრუნველყოს ქვეყნის (იტალია, საბერძნეთი, გერმანია) მასშტაბით 2-3 ქალაქში მინიმუმ 2 შეგროვების ცენტრის არსებობა;
- იხელმძღვანელოს 1 კგ. შეგროვებულ/დახარისხებულ ტვირთზე შემდეგი სატარიფო მონაცემით:
ა) საბერძნეთი: 2,5 ევრო;
ბ) ცენტრალური ევროპა: 3,2 ევრო;
- წარმოადგინოს საბანკო ანგარიში;
- წარმოადგინოს შეგროვებული/დახარისხებული ტვირთებიდან მიღებული თანხის ინკასაციის პირობები;
- წარმოადგინოს თანხის ყოველდღიური ნაშთის შემოწმების ელექტრონული დაშვების შესაძლებლობა;
- წარმოადგინოს ყოველდღიურად მიღებულ ტვირთზე წონის კონტროლის შესაძლებლობა;
- უზრუნველყოს #3 პუნქტში მითითებული ცენტრების ქართული და ადგილობრივი ენის მცოდნე კადრებით დაკომპლექტება;
- უზრუნველყოს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის საბაჟო და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
- უზრუნველყოს მძღოლების განთავსება და საჭირო პირობებით უზრუნველყოფა;
- წარმოადგინოს პუნქტ 4 (ა, ბ) მოცემულ ტარიფში, საკუთარი წილობრივი განაკვეთის ოდენობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი არაუგვიანეს 2011 წლის 4 სექტემბრის 18:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ვაგზლის მოედანი 2, თბილისი, 0100, ან დაგვიკავშირდნენ ელექტრონულ მისამართზე: