საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
DMG WEST LINES  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შპს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  პროფკურორტი  ალგანი 
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   ბანკი რესპუბლიკა  გუდვილი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
კავკასიის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  Oxford House  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  One World   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   საქართველოს უნივერსიტეტი  აიელსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  საგანმანათლებლო ცენტრი   P/T/G 
   ვაკანსია:

კონკურსი საფოსტო მარკების ესკიზების შექმნაზე

   კომპანია:

საქართველოს ფოსტა

   განთავსებულია:  23 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  17 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  2 340328
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:


შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს კონკურსს საფოსტო მარკების ესკიზების საუკეთესო პროექტებზე.

კონკურსის მიზანი: საქართველოს საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციის ამაღლების ხელშეწყობა.

კონკურსის ვადები: 2011 წლის 23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე.

კონკურსი ცხადდება საფოსტო მარკების ესკიზების პროექტებზე, შემდეგი თემატიკის მიხედვით:

საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები:

ტურიზმი: ბათუმი, მესტია, სიღნაღი, ქუთაისი, ანაკლია - 5 მარკიანი სერია; ზომა: 38X38მმ ან 42X42მმ.

კონკურსის პირობები:

- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქალაქეს რომლის ასაკიც აღემატება 16 წელს;
- კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ამ კონკურსისათვის შექმნილი საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები, რომლებსაც არც ერთ კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა და არსად გამოქვეყნებულა;
- კონკურსში მონაწილეს ზემოაღნიშნული თემატიკიდან შეუძლია მისი სურვილით წარმოადგინოს საფოსტო მარკის ესკიზების პროექტები ერთ, რამოდენიმე ან ყველა მარკაზე და უკვე შერჩეული თემიდან მარკების ესკიზების პროექტის ერთი ან რამდენიმე ვარიანტი.

კონკურსში წარმოდგენილი საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

- სრულად შეესაბამებოდეს "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
- საფოსტო მარკის დასახელება სრულად უნდა შეესაბამებოდეს მასზე განთავსებულ გრაფიკულ გამოსახულებას;
- საფოსტო მარკების ესკიზებზე გამოსახული გრაფიკული გამოსახულება და წარწერები უნდა შეესაბამებოდნენ საფოსტო მარკის დასახელებას;
- მარკების ესკიზების პროექტების ზომები ზემოთ არის მითითებული.
- საფოსტო მარკების ესკიზების პროექტზე დატანილი უნდა იქნეს შემდეგი წარწერები: "საქართველო", "GEORGIA"; (პირობითად 0.50 GEL); ესკიზებზე ასახული გამოსახულების დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, საიუბილეო თარიღი, გამოცემის წელი;
- საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზის პროექტი წარმოდგენილი უნდა იქნეს ნატურალურ ზომებში, ფერადი პრინტერით ქაღალდზე ნაბეჭდი ან ფოტო სურათის სახით; უნდა ახლდეს მათი ელექტრონული ვერსია.
- საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზები შესრულებული უნდა იქნეს ფერად გამოსახულებაში.
- დასაშვებია გრაფიკულ, ფერწერულ, კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები და ფოტოკოლაჟი
- გამოსახულების ფერთა რასტრული ელემენტები უნდა იყოს CMYK მოდელით წარმოდგენილი;
- ესკიზები შეიძლება შექმნილი იქნას ნებისმიერ გრაფიკულ რედაქტორში, მაგრამ დამახსოვრებული tif ფორმატში;
- ესკიზის ყველა ელემენტი შესრულებული უნდა იქნას ცალკე ფენად; დაუშვებელია ამ ფენების "მიწებება"; დასაშვებია ფენების ერთმანეთზე დადება/შერწყმა;
- ესკიზების გაფართოვება უნდა ხდებოდეს არანაკლებ 600 dpi-მდე.

კონკურსში გამარჯვებულთათვის თითოეული სახის ესკიზის პროექტისათვის დაწესებულია ერთი პირველი პრემია (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), საფოსტო მარკის თითოეული ესკიზისათვის: 400 ლარი. პრემიების თანხა არ იყოფა და იბეგრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კონკურსი ტარდება ერთ ტურად. საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები ავტორებს არ უბრუნდებათ. კონკურსში გამარჯვებული საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაში რჩება.

საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზების პროექტების წარმოდგენის წესი და კონკურსის შედეგების შეჯამება:

კონკურსანტის მიერ საკონკურსო მასალები წარმოდგენილი უნდა იქნეს შერჩეული ფსევდონიმით, ორ დალუქულ პატარა და დიდი პაკეტში. დიდ პაკეტში მოთავსებული უნდა იქნას საკონკურსო მასალები (ესკიზების პროექტები, ესკიზების პროექტების ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე, კონკურსანტის მიერ შედგენილი საკონკურსოდ წარმოდგენილი ესკიზების პროექტების ნუსხა მათი სრული დასახელებით). პატარა პაკეტში თავსდება კონკურსანტის პირადი მონაცემები (გვარი, სახელი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომრები, პირადობის მოწმობის ნომერი).

პაკეტების გარეკანზე აღნიშნული უნდა იქნას კონკურსანტის ფსევდონიმი. იგივე ფსევდონიმი უნდა იქნას დატანილი ფურცლებზე, რომლებზეც მოთავსებული იქნება ესკიზების პროექტები და ესკიზების პროექტების ელექტრონულ ვერსიაზე.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლენილნი იქნებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რაზედაც შედგენილი იქნება საოქმო გადაწყვეტილება.

გამარჯვებულ კონკურსანტზე ფულადი ჯილდო გაიცემა მას შემდეგ, რაც კონკურსანტის მიერ მარკის ესკიზის პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით მიეცემა მარკის ესკიზის დასრულებული სახე და იგი დადგენილი წესით დამტკიცებული იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ.

კონსულტაციებისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 2 340328 ან მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ვაგზლის მოედანი 2, შპს "საქართველოს ფოსტა".

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige