შპს "საქართველოს ფოსტა" გიწვევთ პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი დახურული კონვერტით, შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) მონაწილის რეკვიზიტები;
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ცხრილი #1-ის შესაბამისად - იხილეთ დანართი);
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ცხრილი #2 - იხილეთ დანართი).
ტექნიკური მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.
განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: შპს "საქართველოს ფოსტა", მისამართი: ვაგზლის მოედანი 2, შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება, IV სართული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 სექტემბერი, 2011 წ., 14 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადები შეფასდება 19 სექტემბერს, 2011 წ., 15 საათზე.
განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე, მე-2 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ლარებში (ეროვნულ ვალუტაში). საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს (მათ შორის დღგ).
მიწოდება იწარმოება ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.