საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შირნჰოფერი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  პროფკურორტი  DMG WEST LINES  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  გუდვილი  შ.პ.ს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა  ქეა 
საქართველოს უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ბიდისი აკადემია  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი P/T/G  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  One World   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  Oxford House 
   ვაკანსია:

კონკურსი კომერციული ტვირთების შეგროვებაზე

   კომპანია:

საქართველოს ფოსტა

   განთავსებულია:  15 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  20 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  0
   ელ. ფოსტა:  ems@caucasus.net
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

შპს საქართველოს ფოსტა აცხადებს კონკურსს თურქეთში საქართველოს მიმართულებით კომერციული ტვირთების შეგროვების მომსახურებაზე.

შეგროვების ადგილები თურქეთის რესპუბლიკაში განისაზღვრება შემდეგ რაიონებში:

ა) ხოფა - ქემალფაშა;
ბ) სტამბული, აქსარაის რაიონი - "ემინეთ პარკი"
გ) სტამბული, აქსარაის რაიონი - "ევროპა პარკი"

ტვირთის მიღების საფასური საქართველოს ფოსტის მიერ განისაზღვრება ტარიფებით, რომელიც მოცემულია დანართში.

შემგროვებელმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის შეგროვება და აღრიცხვა საქართველოს ფოსტის შესაბამის პროგრამაში, რაც უზრუნველყოფს შემდგომში ტვირთის აღრიცხულ და ორგანიზებულ მოძრაობას. შემგროვებელმა უნდა უზრუნველყოს შემგროვებელი პუნქტის აღჭურვა შესაბამისი აპარატურით. შემგროვებელი ვალდებულია, გამოსაგზავნად შეგროვებული ტვირთი უზრუნველყოს ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაციით, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

კონკურსში მონაწილე იურიდიულ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად აღჭურვილი ოფისით. კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს ფოსტის მოთხოვნა შემგროვებელი პუნქტის პერსონალის ერთობლივად დაკომპლექტების შესახებ. კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების შესაბამისი უზრუნველყოფა მოსვენებით და კვებით.

ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება საქართველოს ფოსტის შესაბამისი სამსახურით.

კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდება იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დაბალი ფასით მონაწილეობის პირობას, რაც თავის მხრივ არ უნდა აღემატებოდეს დანართში მოცემულ ტარიფებში 20%-ს (არ შედის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) და გახდება გარანტორი სასურველ რაიონში არანაკლებ 150 ტონა ტვირთის შეგროვებაზე.

ანგარიშსწორება გამარჯვებულ კონკურსანტთან, ურთიერთშეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში, ხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

- თუ ტვირთის გამოგზავნის ღირებულების გადახდა მოხდება კონკურსში გამარჯვებულთან, მაშინ კონკურსში გამარჯვებული მომსახურეობისათვის შესაბამის ტარიფს იტოვებს თავისთან, ხოლო დარჩენილ ნაწილს რიცხავს საქართველოს ფოსტის ანგარიშზე.
- თუ ტვირთის ღირებულების გადახდა მოხდება საქართველოს ფოსტის ანგარიშზე, დამკვეთი - კონკურსში გამარჯვებულს ურიცხავს გაწეული მომსახურეობისათვის მისთვის განსაზღვრულ წილს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი არაუგვიანეს 2011 წლის 20 ოქტომბრის 16.00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ვაგზლის მოედანი 2, 0100, თბილისი ან დაგვიკავშირდნენ ელექტრონულ მისამართზე: ems@caucasus.net

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige