საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას ღვინის ეროვნული საგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
- ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის სტრატეგიული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება.
- დარგისათვის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრის პროცესის ზედამხედველობა.
- დარგის განვითარების მიზნით პოლიტიკის ნარკვევების და მიზნობრივი პროგრამების მომზადება და განხორციელების პროცესის ხელმძღვანელობა.
- საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი პროგრამების მართვა.
- დარგში არსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში ჩართული ჯგუფის კოორდინაცია.
- მეღვინეობის და მევენახეობის დარგში ჩართული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება.
- დარგში კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით საინფორმაციო სისტემების დანერგვის პროცესის კოორდინაცია.
- ღირებულებათა ჯაჭვის და პოტენციური ბაზრების ანალიზის პროცესის ხელმძღვანელობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
-ხელმძღვანელ/მმართველ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
-გამოცდილება სტრატეგიული დაგეგმარების და ანალიზის მიმართულებით
- განვითარების პროგრამების და პროექტების მართვის გამოცდილება
- რთული ამოცანების და საკითხების ადმინისტრირების უნარი;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (მისასალმებელია დამატებითი უცხო ენის ცოდნა)
- გუნდური მუშაობის და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-Microsoft Office Programs სრულყოფილი ცოდნა
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო მისამართი : ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის#6
საკონტაქტო ტელეფონები: 8 32 237 80 14
საკონტაქტო პირი: ნაირა ჩიტია
დამატებითი ინფორმაცია
თუ თქვენ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გააკეთეთ განაცხადი ონლაინ -ზე ან გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და Curriculum Vitae (CV) (წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ხოლო CV –ში რეკომენდაციის გამცემი ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია) შემდეგ მისამართზე:
განაცხადები მიიღება 30 ნოემბრის ჩათვლით