საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს წვევამდელთა განცხადებების მიღებას ერთწლიან საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად.
ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისა და ზოგადი უნარების ტესტირების შედეგად შეირჩევიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი 18-დან 27 წლამდე წვევამდელები, რომელთა მინიმალური სიმაღლე 175 სმ შეადგენს.
ერთწლიანი საკონტრაქტო სამსახურის გავლა ჩაითვლება სამხედრო–სავალდებულო სამსახურის მოხდად. საკონტრაქტო მოსამსახურეების სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება 3 დღეში ერთხელ 24საათიანი მორიგეობით. სტუდენტებისათვის სესიების პერიოდში დაწესებულია შეღავათები. საკონტრაქტო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სეზონური უნიფორმით და ისარგებლებენ სიცოცხლისა და ჯანმრთელელობის დაზღვევით.
ხელფასი 120 ლარი.
მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: (+995 32)228 44 22 ან შეავსონ ვებგვერდზე განთავსებული წვევამდელთა CV და გამოგვიგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: