სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. მთარგმნელობითი ცენტრის უფროსი;
2. ინგლისურენოვანი თარჯიმანი;
3. ინგლისურენოვანი იურისტ-ტერმინოლოგი;
4. ინგლისურენოვანი რედაქტორი;
5. ინგლისურენოვანი კორექტორი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო პირობები:
1. მთარგმნელობითი ცენტრის უფროსი:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-მთარგმნელობითი ცენტრის მართვა-მონიტორინგი;
-ტესტების შედგენა მთარგმნელების, იურიდიული ექსპერტიზის სპეციალისტების, ტერმინოლოგიის სპეციალისტებისა და სხვ. შესარჩევად;
-უშტატო თარჯიმანთა, იურიდიული ექსპერტიზის სპეციალისტთა, ლინგვისტებისა და რედაქტორების, ასევე დარგის სპეციალისტების მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება;
-შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; ყოველდღიური ურთიერთობების წარმოება; მთარგმნელობით პროცესში კვალიფიციური დარგის ექსპერტების მოზიდვა;
-საბოლოო დამტკიცებამდე თარგმანების შემოწმება შერჩევითი მეთოდის გამოყენებით;
-რესურსების გაძლიერებასთან დაკავშირებული საქმიანობების ორგანიზება და/ან განხორციელება, თარგმანის/რედაქტირების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით;
-ტერმინოლოგიური ლექსიკონების შემუშავებასა და განახლებაზე ზედამხედველობა;
-ცენტრის საქმიანობებთან დაკავშირებული სავალდებულო ანგარიშების, სტრატეგიული დოკუმენტების, კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, წლიური სამუშაო გეგმების და სხვ. შემუშავება;
-ცენტრის საქმიანობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების, დირექტივების, ინსტრუქციების, პროექტების (ოფიციალური თარგმანების შესრულების პროცედურა და სხვ.) შემუშავება;
-მთარგმნელობითი მეთოდოლოგიისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და განახლება;
-ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება იურიდიული თარგმანების ცნებების, იურიდიული ტერმინოლოგიის შემუშავების, ევროკავშირის ერთიანი სამართლის სხვადასხვა თავებისა და ქართული კანონმდებლობის, ზეპირი თარგმანის მეთოდოლოგიისა და უნარ-ჩვევებისა და სხვ. საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
-უმაღლესი განათლება მთარგმნელობით ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
-მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთარგმნელობით სფეროში და/ან იურიდიული ტექსტების რედაქტირებაში;
-მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
-ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხების საფუძვლიანი ცოდნა;
-ევროკავშირის სამართლის კარგად ცოდნა;
-წერისა და ზეპირი კომუნიკაციის გამორჩეული უნარ-ჩვევები;
-ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა. რუსული ენისა და ევროკავშირის სხვა ოფიციალური ენის ცოდნა უპირატესობაა;
-კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა; MS Office-ის გამოყენების უნარი; პრივილეგიაა CAT-ის მექანიზმის ცოდნა.
სპეციალური მოთხოვნები:
-ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარ-ჩვევები;
-შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
-"სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის #235 ბრძანება.
-საქართველოს 2009 წლის 28 ოქტომბრის კანონი #1876 "ნორმატიული აქტების შესახებ".
სამუშაო გრაფიკი: სრული.
2. ინგლისურენოვანი თარჯიმანი:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად თარგმანის უზრუნველყოფა;
-ტერმინოლოგიური ლექსიკონების შემუშავება, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნა, განახლება და დახვეწა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
-უმაღლესი განათლება უცხოური ენების (ინგლისური ენა) განხრით;
-თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
-ქართული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ფლობა; ევროკავშირის სხვა ოფიციალური ენის (ინგლისურის გარდა) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული და ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-თარჯიმანთა დამხმარე CAT პროგრამების (მაგ. "თროდოს" და სხვ.) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-კომპიუტერული პროგრამების და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების ფლობა.
სპეციალური მოთხოვნები:
-ანალიტიკური აზროვნება;
-შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
-"სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის #235 ბრძანება.
-საქართველოს 2009 წლის 28 ოქტომბრის კანონი #1876 "ნორმატიული აქტების შესახებ".
სამუშაო გრაფიკი: სრული.
3. ინგლისურენოვანი იურისტ-ტერმინოლოგი:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-თარგმნილი იურიდიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით;
-თარგმნილი იურიდიული აქტების გადამოწმება/შეფასება ტერმინოლოგიური თვალსაზრისით;
-თარჯიმნებისა და კორექტორების კონსულტირება სამართლებრივი აქტების თარგმნისას, მათი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით;
-ტერმინოლოგიური ლექსიკონების შემუშავება, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნა, განახლება და დახვეწა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
-უმაღლესი იურიდიული განათლება;
-ქართული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ფლობა სავალდებულოა; ევროკავშირის სხვა ოფიციალური ენის ფლობა (ინგლისურის გარდა) ჩაითვლება უპირატესობად;
-მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
-ქართული და ევროკავშირის საკანონმდებლო სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა;
-ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული კვალიფიკაცია და სპეციალიზაცია ჩაითვლება უპირატესობად;
-თარგმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების ფლობა.
სპეციალური მოთხოვნები:
-ანალიტიკური აზროვნება;
-შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
-"სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის #235 ბრძანება.
-საქართველოს 2009 წლის 28 ოქტომბრის კანონი #1876 "ნორმატიული აქტების შესახებ".
სამუშაო გრაფიკი: სრული.
4. ინგლისურენოვანი რედაქტორი:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-თარგმნილი სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება/შეფასება ლინგვისტური და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით;
-ტერმინოლოგიური ლექსიკონების შემუშავება, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნა, განახლება და დახვეწა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
-უმაღლესი განათლება უცხოური ენების (ინგლისური ენა) განხრით. სასურველია დამატებით იურიდიული და/ან საერთაშორისო-სამართლებრივი განხრით;
-ქართული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ფლობა; ევროკავშირის სხვა ოფიციალური ენის (ინგლისურის გარდა) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
-ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული კვალიფიკაცია და სპეციალიზაცია ჩაითვლება უპირატესობად;
-ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნისა და/ან რედაქტირების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-კომპიუტერული პროგრამებისა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების ფლობა.
სპეციალური მოთხოვნები:
-ანალიტიკური აზროვნება;
-შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
-"სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის #235 ბრძანება.
-საქართველოს 2009 წლის 28 ოქტომბრის კანონი #1876 "ნორმატიული აქტების შესახებ".
სამუშაო გრაფიკი: სრული
5. ინგლისურენოვანი კორექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-თარგმნილი სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების საბოლოო კორექტირება;
-ტერმინოლოგიური ლექსიკონების შემუშავება; ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნა, განახლება და დახვეწა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
-უმაღლესი განათლება უცხოური ენებისა (ინგლისური ენა) და ფილოლოგიის განხრით.
-ქართული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ფლობა; ევროკავშირის სხვა ოფიციალური ენის (ინგლისურის გარდა) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
-სამართლებრივი აქტების კორექტირება/რედაქტირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-კომპიუტერული პროგრამების და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების ფლობა.
სპეციალური მოთხოვნები:
-ანალიტიკური აზროვნება;
-შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
- "სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის #235 ბრძანება.
-საქართველოს 2009 წლის 28 ოქტომბრის კანონი #1876 "ნორმატიული აქტების შესახებ".
სამუშაო გრაფიკი: სრული.
საკონკურსო პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: 2012 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის CV შესაბამისობაში იქნება დადგენილ მოთხოვნებთან. შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.