სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სისტემის ადმინისტრატორის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- "საკანონმდებლო მაცნეს" პროგრამის შესრულებაზე კონტროლი;
- კონტროლი და ხელშეწყობა "მაცნეს" ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებისა და ადმინისტრირების კუთხით;
- "მაცნეს" სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
- პროექტების შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
სპეციალური მოთხოვნები:
- კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 1,200 ლარი.
საკონკურსო თემატიკა:
- "სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის #235 ბრძანება.
- საქართველოს 2009 წლის 28 ოქტომბრის კანონი #1876 "ნორმატიული აქტების შესახებ" .
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის - დიპლომის ასლი და სამოტივაციო წერილი მისამართზე: 2011 წლის 13 ივლისის ჩათვლით. CV მიიღება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოგზავნილ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის CV შესაბამისობაში იქნება დადგენილ მოთხოვნებთან. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
- IQ ტესტი;
- გასაუბრება.