საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა აცხადებს კონკურსს სტუდენტური მულტი-მედიური ნიუსრუმის მენეჯერის ვაკანსიაზე.
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლა უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებებით, რითაც ემსახურება თავისუფალი მედია გარემოს განვითარებას კავკასიის რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია):
- მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში ან მედია მენეჯმენტში (სასურველია დასავლეთის უმაღლესი განათლების ინსტიტუტის მიერ გაცემული ხარისხი);
- მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, შესაბამის სფეროში;
- მულტი-მედიურ პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
- სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება უპირატესად ჩაითვლება;
- ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების გააზრებული ცოდნა;
- მართვის უნარი და მოტივაცია;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაოს აღწერა (მოვალეობები):
- ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და დიზაინერების/ვებ-დეველოპერების მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნა და ხელმძღვანელობა;
- სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო თანამშომლობით ინოვაციური და ინტერაქტიული მულტი-მედიური ვებ-პლატფორმის შექმნა და მართვა;
- შრომითი პროცესების და ტექნოლოგიების ეფექტური მართვა, რაც უზრუნველყოფს კონტენტის მაღალ ხარისხსს და შექმნილი პროდუქციის სრულყოფილ მიწოდებას;
- სკოლის განვითარების პროგრამის სხვა კომპონენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, აქტივობების კოორდინაცია, რათა ნიუსრუმის სარედაქციო მიზნები და ამოცანები ემსახურებოდეს პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს;
- მედია გარემოს/ბაზრის რეგულარული ანალიზის საფუძველზე პლატფორმის მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიის იმპლემენტაციის ხელმძღვანელობა.
- სტუდენტური ნიუსრუმის მუშაობასთან დაკავშირებული პროგრამული ანგარიშგების უზრუნველყოფა.
საბუთების ჩამონათვალი:
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- რეზიუმე (ავტობიოგრაფია) (ინგლისურ ენაზე);
- ორი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 9 ოქტომბერი.
წერილში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.
საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
მის.: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
მობილური: 599 911577
ელ-ფოსტა: