საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
გუდვილი  DMG WEST LINES  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შირნჰოფერი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
ალგანი  პროფკურორტი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ბანკი რესპუბლიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შპს.  
ბიდისი აკადემია  საქართველოს უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინგლისური ენის სახლი  აიელსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  P/T/G  საგანმანათლებლო ცენტრი   
კავკასიის უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  One World   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სემინარი საქართველოს სადაზღვევო სისტემაზე

   კომპანია:

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი

   განთავსებულია:  20 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  1 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

დაზღვევა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი გიწვევთ სემინარზე "საქართველოს სადაზღვევო სისტემა".

სემინარის თემა:

- სადაზღვევო სისტემა
- სამედიცინო დაზღვევა
- დაზღვევის სახელმწიფო რეგულირება
- სადაზღვევო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგი.

სემინარის ჩატარების თარიღი და დრო: 2011 წ. 2 ოქტომბერი, კვირა, 12:00-დან 15:30-მდე.

სემინარის ჩატარების ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის შენობა, თბილისი, კოსტავას გამზირი 77ა (სპორტის სასახლესა და სააკაძის მოედანს შორის; შენობისკენ შემოსასვლელი - ხალიკ-ბანკის მოპირდაპირე მხარეს), მე-3 კორპუსი, აუდიტორია 402.

სერტიფიცირება: სემინარის დასრულებისთანავე გაიცემა საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის სერტიფიკატი.

მონაწილეობის ფასი: სემინარებზე რეგისტრაციის ფასია 35 ლარი / სხვა გადასახადი: უფასო.

სემინარზე რეგისტრაცია: დარეგისტრირების თარიღად ითვლება საბანკო ანგარიშზე რეგისტრაციის ფასის ჩარიცხვის თარიღი.

რეგისტრაციის დადასტურებისთვის ელ-ფოსტაზე მოგვწერეთ:

- სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად (სერტიფიკატი ინგლისურენოვანია)
- ორგანიზაცია და თანამდებობა
- თუ რეგისტრაციის ფასს იხდის ორგანიზაცია, გთხოვთ მიუთითოთ ამის შესახებ
- ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი.

სემინარზე დასწრების დღეს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ფასის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის ასლი.

საბანკო რეკვიზიტები:

ანგარიშის ნომერი: GE73BS0000000006836573 GEL
მიმღები: ა/ა კავშირი "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი", ს/კ: 200146751
ბანკი: სს კბ "ბაზისბანკი", 220101956
დანიშნულება: "სემინარში მონაწილეობა"

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: gii@gii.ge (გთხოვთ დასახელებაში ჩაწეროთ "სემინარი")
ტელ.: 555 959900
Facebook: Ge Ins Ins

დამატებითი ინფორმაცია:

მონაწილეებს გადაეცემათ შემდეგი ელექტრონული მასალა:

- სემინარის სლაიდები
- სადაზღვევო ბაზრის და სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები
- საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობა
- საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის კვლევების შედეგები.

სემინარის თემა:

1. სადაზღვევო სისტემა:

- სადაზღვევო სისტემა და სტრუქტურა
- სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები
- სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები
- სადაზღვევო პროდუქტები
- სამედიცინო დაზღვევა: მიღწევები და პრობლემები.

2. სამედიცინო დაზღვევა:

- სამედიცინო დაზღვევის პრინციპები
- სახელწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამები
- არასახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამები
- სადაზღვევო და სამედიცინო სისტემების ურთიერთკავშირი.

3. დაზღვევის სახელმწიფო და საზოგადოებრივი რეგულირება:

- სადაზღვევო კანონმდებლობა
- რეგულირების პრინციპები
- სადაზღვევო ინტერესები და უფლებები
- სადაზღვევო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგი.

4. თემის აქტუალურობა:

- დაზღვევის აუცილებლობა საქმიანობის ყველა სფეროში
- პიროვნების და ორგანიზაციის სადაზღვევო ინტერესების პროფესიონალურად დაცვა
- ზრდადი ბაზარი და დაზღვეულთა დიდი რაოდენობა
- მოთხოვნის ზრდა პროფესიონალებზე
- საქმის ხარისხიანად ორგანიზება, საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, კარიერული წინსვლა.

ვისთვის იქნება საინტერესო და სასარგებლო:

- სამედიცინო ორგანიზაციათა თანამშრომლებისათვის
- იურისტებისთვის
- რისკ-მენეჯერებისთვის
- ფინანსური კონსულტანტებისთვის
- მას-მედიის წარმომადგენლებისათვის
- სტუდენტებისთვის
- სადაზღვევო მომსახურების მომხმარებელთათვის
- ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის
- სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლებისათვის
- სადაზღვევო საბროკეროს თანამშრომლებისათვის.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige