საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის (Head of IT Service) თანამდებობის დასაკავებლად.
მოვალეობები:
- სამინისტროს საინფორმაციო, კავშირგაბმულობის და ელექტრონული უსაფრთხოების სისტემების ზედამხედველობა და მენეჯმენტი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) პოლიტიკის განსაზღვრა;
- სამსახურის თანამშრომელთა მართვა;
- პროექტების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ძირითადი მიმართულებების, მიზნების, და სტრატეგიის დასახვა/განვითარება;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ბიუჯეტის შედგენა; შესასყიდი აპარატურის ნუსხის მომზადება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ძირითადი მიმართულებების ცოდნა და მათი განვითარება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელების და სისტემების კარგი ცოდნა;
- ენების ფლობა: ქართული სრულყოფილად; ინგლისურის და რუსულის კარგი ცოდნა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების და მენეჯმენტის კუთხით სერტიფიკატების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური უნარები;
- კომუნიკაბელური და შრომისმოყვარე; ასევე უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ძლიერი ვერბალური და წერითი უნარები;
- მართვისა და ზედამხედველობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 24 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელ. წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.