პს ”საქართველოს რკინიგზაში” 11 აგვისტოდან ცხადდება ღია საჯარო კონკურსი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კოორდინატორის თანამდებობაზე.
კოორდინატორის ფუნქცია -მოვალეობები (რა ფუნქციებს ასრულებს ეს თანამდებობა და რა მოვალეობები აკისრია ამ თანამდებობას):
- არსებულ სერვისებში ცვლილებების განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა
- მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებების გახორციელება
- ცვლილებების გეგმის შესრულების კონტროლი
- არსებულ სერვისებში პრობლემების მოგვარებისთვის ჩასატარებელი სამუშაოების შესრულება
- სისტემის არქიტექტურის ალგორითმების საფუძველზე პროგრამული მოდულების შექმნა
- ცვლილებების განხორციელება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით
- პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხედვის ჩამოყალიბება
- პრეოქტის ფარგლებში პროგრამული მოდულების შექმნა
- პროექტზე მუშაობისას წარმოქმნილი პრობლემების დასმა
- ანგარიშგების მოდულების შექმნა
- ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილი მოდულების გამართვა და გაერთიანება სისტემაში
- შექმნილი პროგრამული პაკეტის მომზადება
- ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
- საკუთარი უნარების განვითარება, პროგრამირების ახალი ტექნოლოგიების შესწავლა
- შექმნილი პროდუქტის ტესტირებისას აღმოჩენილი შეცდომების აღმოფხვრა
- მოდულებისთვის გამოყოფილი კაც/დღეების გეგმასთან შესაბამისობის კონტროლი
- პროგრამული უზრუნველყოფის კოდის დოკუმენტაციის შექმნა
- საჭიროების შემთხვევაში პროექტების მოდულებად დაყოფა
- საინფორმაციო სისტემების ბანკის წარმოებისათვის პროგრამული მოდულების ვერსიების მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება უმაღლესი ტექნიკური
- სამუშაო გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- აუცილებელი უნარ-ჩვევები დროის ეფექტურად მართვის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა, გადაწყვეტილების მიღების და რისკზე წასვლის უნარი, სიტუაციების ანალიზის უნარი
- აუცილებელი ცოდნა მათემატიკური მოდელირებისა და ოპტიმიზაციის მეთოდები/პროგრამირება/მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
- სხვა
სამუშაო რეჟიმი: ყოველდღიური
სააპლიკაციო ფორმების მიღება ხორცილედება 31 აგვისტოს ჩათვლით ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით (e-mail:). სააპლიკაციო ფორმებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდს