საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის ეკონომიკური სამმართველოს მძღოლის (მეორე კატეგორია) ვაკანტურ თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურება;
- საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება;
- მინდობილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გაფრთხილება და შენახვა, მათ მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- ავტომანქანის მართვის მოწმობის ქონა;
- ავტომანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
- ზეგანაკვეთურ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
კონკურსის დროს ჩატარდება გასაუბრება.
ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო - 500 ლარი.
გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.