საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შირნჰოფერი  შპს.   DMG WEST LINES  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ბანკი რესპუბლიკა  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
ალგანი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თეგეტა მოტორსი 
P/T/G  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინგლისური ენის სახლი  One World   Oxford House  აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

მრჩევლის - მოწმის, დაზარალ. კოორდინატორი - რეგიონები

   კომპანია:

საქართველოს პროკურატურა

   განთავსებულია:  8 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  20 თებ. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სამთავრობო/სამინისტრო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს თელავის, გორისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურების მრჩევლის - მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.

საშტატო ერთეული: 3.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ:
-პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
-თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
-ბონუს სისტემას;
-სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
-სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმისა და დაზარალებულისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
-ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლისთვის პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა;
-დაზარალებულისა და მოწმისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
-მოწმისა და დაზარალებულისთვის სასამართლო სხდომაზე მისი როლის, სასამართლო მსვლელობისა და სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
-პროკურორთან შეხვედრის ორგანიზება;
-სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმისა და დაზარალებულისთვის კომფორტული პირობების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერების, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
-კონსულტირების ეფექტური სტრატეგიების შესახებ საბაზისო ცოდნა;
-პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
-სიტუაციის ანალიზისა და შესაბამისი ალტერნატივების განსაზღვრის უნარი;
-რეპორტინგის უნარ-ჩვევები;
-დაზარალებულის/მოწმის საჭიროებების შეფასება და მათ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება;
-კონფიდენციალურობის დაცვა;
-ნათლად აზრის გამოხატვის უნარი (როგორც წერილობით, ასევე ზეპირი);
-თანამშრომლობითი ურთიერთობის სტილი.

თანამდებობრივი სარგო: 1,050 ლარი

დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირი შესაძლოა დაინიშნოს თელავის, გორისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურების მრჩევლის - მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის თანამდებობაზე.

კონკურსის დროს ჩატარდება ინტელექტის, ზოგადი უნარების ტესტირება და გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige