საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს. საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:
- კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში.
- სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
- პირები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (რომელიც მოიცავდა პროფესიულ ნაწილს და ზოგად უნარ-ჩვევებს) ჩაირიცხებიან უგამოცდოდ.
წარსადგენი დოკუმენტები:
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სააპლიკაციო ფორმა
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ორი ფოტოსურათი (ზომით 3x4).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა სამდივნოში და/ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს აღნიშნული საბუთები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდი: ) წარმოადგინეთ მისამართზე: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 142 ან გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე:
არასრული საბუთების წარდგენის შემთხვევაში მსურველები კონკურსზე არ დაიშვებიან.