საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/"დედამიწის მეგობრები" არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი.
ორგანიზაციის ხედვა და მისია:
ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი თავისუფალი, დემოკრატიული, არა ძალადობაზე დამყარებული საზოგადოების არსებობა; საზოგადოებაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება; ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა და გარემოს დეგრადაციის შეჩერება; ადამიანის, საზოგადოების უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა; კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების მრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება; დედამიწაზე მიმდინარე ნეგატიური, გლობალური ცვლილებების წინააღმდეგ აქტიური თანამონაწილეობა.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/"დედამიწის მეგობრები - საქართველო"-ს აქვს პატივი გამოაცხადოს ტენდერი კვლევაზე: საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების სიტუაციური ანალიზი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესის მაგალითზე (ძლიერი და სუსტი მხარეები, განვითარების შესაძლებლობები და საფრთხეები).
კვლევა ხორციელდება "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მის ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში " (Sida Contribution No. 53040038) პროექტის ფარგლებში.
განმახორციელებელი ორგანიზაცია: არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/"დედამიწის მეგობრები - საქართველო" და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა".
პროექტის ხანგრძლივობა: 2 წელი.
დაფინასება: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida).
კვლევა უნდა მოიცავდეს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებულ შემდეგ ასპექტებს:
- საკანონმდებლო გარემო, მოსალოდნელი და შესაძლო ცვლილებები.
- ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა;
- სოციალური და დემოგრაფიული გარემო;
- მოქმედი ტექნოლოგიები და ინოვაციის შესაძლებლობები;
- საერთაშორისო მოთხოვნები;
- საერთო ეკოლოგიური ფონი;
- მწვანე ბიზნეს სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ზოგადი შეფასება (კვალიფიკაცია, მოტივაცია, ლოიალურობა);
- ბაზრის პოტენციალის და მოთხოვნილების შეფასება;
- მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები და საფრთხეები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- მსგავსი კვლევების განხორციელების გამოცდილება;
- ანალიტიკურ ინფორმაციულ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- მწვანე ეკონომიკის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- სამუშაო შეხვედრების მოწყობის გამოცდილება;
- კარგი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2011 წლის 10 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შემოთავაზებების მოწოდებისთვის გთხოვთ, მიმართოთ ნიკოლოზ ინაშვილს:
მობილური: +995 (599) 260695
ტელ: +995 (32) 2399543
ელფოსტა: