საქართველოს მთავრობის კანცელარია აცხადებს ვაკანსიას საქართველოს მთავრობის სახლის ადმინისტრაციის მდივან-სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
სამუშაო ტექნიკური ხასიათისაა, მოითხოვს შესაბამისი დოკუმენტაციის
დამუშავებას. საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და
სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით;
ახორციელებს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმიანობის ორგანიზაციულ –
ტექნიკურ მომსახურებას, საქართველოს მთავრობის სახლის მისაღების
ფუნქციონირებას, ასრულებს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსის ცალკეულ
დავალებებს.
აუცილებელი მოთხოვნები:
1. პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა.
2. ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა.
3. ზეწოლისადმი მდგრადობა.
4. ექსპერტული ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
5. ადაპტაცია და ცვლილებებზე სათანადო რეაგირება.
6. სწავლა.
7. სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამისილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
- საქართველოს კანონები: "საჯარო სამსახურის შესახებ";
- საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულება.
8.საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
9. ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
10. სამუშაო გამოცდილება 1 წელი;
აუცილებელია უცხო ენების ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნას).
უპირატესობა ენიჭებათ ქუთაისში მცხოვრებ პირებს.
სასურველი მოთხოვნები:
1. პირადი სამუშაო მიზნების მიღწევა.
2. ადამიანებთან ურთიერთობა.
საკონტაქტო მისამართი:
ინგოროყვას ქ. 7
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა www.hr.gov.ge-ს ვებ გვერდზე