შპს საქართველოს ლატარიის კომპანია აცხადებს სავაჭრო წარმომადგენლის ვაკანსიას ქ.ბათუმში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მართვის მოწმობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მოწესრიგებული, ენერგიული და დისციპლინირებული
- სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მუდმივად განახორციელოს ახალი, პოტენციური, კლიენტების მოძიება
- უზრუნველყოს კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქციის დისტრიბუცია, სავაჭრო წერტლში წარმოდგენილი ასორტიმენტის შესაბამისად.
- კლიენტთან დადებული კონტრაქტის შესაბამისად უხელმძღვანელოს პროდუქციის გადატვირთვის და მიწოდების პროცესს.
- განახორციელოს სავაჭრო ობიექტზე გაუყიდავი პროდუქციის ინვენტარიზაცია. უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციის ღირებულების ამოღება.
- მუდმივად განახორციელოს კლიენტის გაყიდვებისა და დისტრიბუციის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.
- სხვა დაკავშირებული ამოცანები.
დაინტერესებული პირები გთხოვთ შებრძანდეთ ჩვენს ვებ გვერდზე , შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ჩატვირთოთ თქვენი СV.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26 ივლისი 2011 წ.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.