შპს საქართველოს ლატარიის კომპანია აცხადებს მოლარე-ოპერატორის ვაკანსიას ქ. თბილისში
ფუნქცია-მოვალეობები:
- სთავაზობსდა მიყიდის მომხმარებელს კომპანიის პროდუქტებს;
- აწოდებს მომხმარებლებს ყველა საჭირო ინფორმაციას ფსონების მიღების წესების, პროცედურების შესახებ და პასუხობს ყველა დაკავშირებულ შეკითხვას;
- იღებს პროდუქტის საფასურს ნაღდი გადახდით ან ბარათით და ამუშავებს შესაბამისად;
- იღებს მომხმარებლისგან მომგებიან ბილეთებს და მოქმედებს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
- ამოწმებს და ადასტურებს ბილეთების ნამდვილობას და ვალიდურობას;
- გასცემს მომგებიანი ბილეთების საპრიზო თანხას კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
- შეჰყავს ტრანზაქციები კომპიუტერულ სისტემაში;
- აბალანსებს თანხას ცვლის ბოლოს და ითვლის შესაბამისი ბრუნვის მოცულობას კომპიუტერისა და კალკულატორის გამოყენებით;
- აღმოაჩენს შეცდომებს, თუ დებიტი და კრედიტი არ ბალანსდება;
- ითვლის თანხას და ბილეთებს და ამზადებს სეიფში ან სხვა განსაზღვრულ ადგილას გადასატანად;
- აწესრიგებს ფულის კუპიურებს და მონეტებს ნომინალების შესაბამისად;
- მონაწილეობს კომპანიის პროდუქტების გაყიდვების წახალისების ღონისძიებებში;
- დარბაზში ხვდება კლიენტებს, უღიმის მათ და საჭიროების შემთხევაში მიასწავლი შესაბამის სალაროსთან;
- იზიდავს ახალ კლიენტებს სერვის ცენტრის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- საჭიროების შემთხვევაში ახდენს ბილეთების რეალიზაციას სალაროს გარეთ, სერვის ცენტრის შიდა და მახლობელ გარე პერიმეტრზეც;
- ყურადღებით აკვირდება კლიენტებს ფსონის ცენტრში და საჭიროების შემთხვევაში აწვდის მათ დამატებით ინფორმაციას, მიასწავლის საინფორმაციო დაფასთან და ა.შ:
- დოკუმენტურად აფიქსირებს კლიენტთა შეკითხვებს, საჩივრებს და კომენტარებს;
- წყვეტს პრობლემებს ან გასცემს ინფორმაციას შესაბამის დეპარტამენტს;
- არიგებს სარეკლამო ლიფლეტებს;
- აკვირდება, რომ არასრულწლოვანმა ბავშვებმა არ შეიძინონ ბილეთები;
-სხვა დაკავშირებული საქმიანობები
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სასურველია საბანკო-საფინანსო განხრით;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
- ინგლისური და რუსულიენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მდედრობითი სქესი.
დაინტერესებული პირები გთხოვთ შებრძანდეთ ჩვენს ვებ გვერდზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ჩატვირთოთ თქვენი СV.