საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შირნჰოფერი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
პროფკურორტი  ქეა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ბანკი რესპუბლიკა  გუდვილი 
აიელსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  One World   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინგლისური ენის სახლი  
P/T/G  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ბიდისი აკადემია  საქართველოს უნივერსიტეტი  Oxford House  საგანმანათლებლო ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კავკასიის აკადემიური ცენტრი 
   ვაკანსია:

„ელექტრონული ჯანდაცვის“ პროგრამის მენეჯერი

   კომპანია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  13 იან. 2012
   ბოლო ვადა:  25 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას  „ელექტრონული ჯანდაცვის“ პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე .

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა : 3 თვე

იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა. სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის შექმნის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს. იუტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს 250-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, როგორიცაა ID ბარათისა და პასპორტის გაცემა, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, დაბადების და ქორწინების მოწმობების გაცემა, მოქალაქეობის მიღება, საარქივო და სანოტარო სერვისები, აღსრულების მომსახურება და სხვ.

სამუშაოს აღწერა
- პროექტების ეფექტურად მართვა დასახული მიზნის მისაღწევად;
- მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან მათი მოთხოვნების გასათვალისწინებლად;
- პროგრამისთვის საჭირო რესურსის განსაზღვრა;
- პროგრამის ეფექტური მართვისთვის სათანადო ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება;
- პროექტის გეგმის შემუშავება სხვადასხვა საკითხების გათვალისწინებით, როგორიცაა თანამშრომელთა საჭიროებები, ბიუჯეტი, ინვენტარი, განვითარების ხარჯები, ტექნოლოგიური საჭიროებები და ა.შ.
- მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ტექნიკური პერსონალისთვის;
- სამუშაოების დაგეგმვა და მართვა დაგეგმილ დროში და დადგენილი ხარისხით, პროექტის მიზნების მისაღწევად;
- სახელმწიფო კომისიის წინაშე პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგება;
- პრობლემების პროგნოზირება და კომისიისთვის რეკომენდაციების გაწევა მათი აღმოფხვრის მიზნით.
- პროგრამის მართვის ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები
- პროექტების მართვის სფეროში პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება, სასურველია მაღალტექნოლოგიურ ან სამედიცინო სფეროში;
- მართვის საინფორმაციო სისტემების პრინციპების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაჭრის გზების მოძიების უნარი.
- საოფოსე პროგრამების ცოდანა,
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია
საქართველოს მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისა და დანერგვის პროგრამას. ეს არის ინოვაციური პროგრამა, რომელიც აკავშირებს სამინისტროს, დაზღვეულების, მიმწოდებლებისა და პაციენტების საინფორმაციო საჭიროებებს. ჯანსაღი საქართველო, დაკავშირებული შენთან იქნება სრულყოფილი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდება მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამა გაითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეთა არსებულ და სამომავლო საჭიროებებს.

“ელექტრონული ჯანდაცვის” პროგრამას ზედამხედველობას გაუწევს “ელcექტრონული ჯანდაცვის სისტემის განვითარების” სახელმწიფო კომისია. პროექტების წარმართვისა და დაგეგმისთვის შეიქმნება “ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის განვითარების” პროგრამის მართვის ოფისი. “ელექტრონული ჯანდაცვის” პროგრამის მენეჯერი უხელმძღვანელებს პროგრამის მართვის ოფისს და პასუხისმგებელი იქნება კომისიის წინაშე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige