საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შპს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს დიზაინ სითი  ალგანი  შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
ბანკი რესპუბლიკა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  გუდვილი  პროფკურორტი  თეგეტა მოტორსი  შირნჰოფერი 
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   One World   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  Oxford House  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  P/T/G  ინგლისური ენის სახლი აიელსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სტაჟირება იუსტიციის სახლში - ოზურგეთი

   კომპანია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  17 იან. 2012
   ბოლო ვადა:  25 იან. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სტაჟირება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას ოზურგეთის იუსტიციის სახლში.

იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა. სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის შექმნის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს. იუსტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს 250-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, როგორიცაა ID ბარათისა და პასპორტის გაცემა, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, დაბადების და ქორწინების მოწმობების გაცემა, მოქალაქეობის მიღება, საარქივო და სანოტარო სერვისები, აღსრულების მომსახურება და სხვ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:

- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
-თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

- მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება: შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით; თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება;
- მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა.
- მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება; მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; მოქალაქისთვის სერვისის ვადების და საფასურის განმარტება;
- პრობლემური და რთული მოქალაქის დამშვიდება და განეიტრალება;
- მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა; მოქალაქის დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას; მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
- სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- კეთილგანწყობა;
- დახვეწილი მეტყველება;
- მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
- კონფლიქტის მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მოტივირებულობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
- გუნდურობა.

ანაზღაურება: 200 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige