საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ქუთაისი
სამუშაოს განაკვეთი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაოს აღწერა:
- სამოქალაქო რეესტრის საქმიანობის სფეროში შემავალი დოკუმენტების შემოწმება და დადასტურება;
- წარმოდგენილი დოკუმენტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სხვა სამსახურიდან ან სხვა ორგანოებიდან საბუთების გამოთხოვება;
- საქმისწარმოების საჭიროებისათვის დოკუმენტების მოკვლევა, მოძიება და ანალიზი;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება;
- სამსახურის მთავარ სპეციალისტებს შორის უფლება–მოვალეობების განაწილება და მათთვის სათანადო დავალებებისა და მითითებების მიცემა
მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი
- სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
- შემდეგი პროგრამების ცოდნა:Microsoft Office Excel, Microsoft Office Word, PowerPoint, Outlook
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
- საქართველოს კანონი სახელმწიფო რეესტრის შესახებ;
- საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ;
- საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ;
- საქართველოს კანონი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ;
- საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N213 2006 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N209 2006 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ;
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო;
- საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ;
- საქართველოს კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ;
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 404 2009 წლის 14 ივლისი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ;
- საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე