საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი  თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა  შპს.   პროფკურორტი 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  გუდვილი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   შირნჰოფერი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ბიდისი აკადემია  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  P/T/G კავკასიის აკადემიური ცენტრი  აიელსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
კავკასიის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  Oxford House  ინგლისური ენის სახლი  One World   საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

მთავარი სპეციალისტი, ბათუმი

   კომპანია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  24 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  31 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  ბათუმი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ბათუმის იუსტიციის სახლში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო).

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მოქალაქეთა მომსახურება წარმოადგენს. მომსახურებას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

- სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
- ეროვნული არქივი;
- აღსრულების ეროვნული ბიურო;
- ნოტარიუსთა პალატა.

სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა.

სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს.

იუსტიციის სახლის ბრენდის ბუნება გულისხმობს არა მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის მექანიკურ გადატანას ერთ შენობაში, არამედ, მომსახურებაზე ორიენტირებული ყველა სტრუქტურის იდეურ და სისტემურ გაერთიანებას, რაც ემყარება სერვისის წარმოებისა და მიწოდების ხელახალ გააზრებას - "უწყებათაშორის ერთი სარკმლის პრინციპს".

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:

- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

- მოქალაქეთა კონსულტირება და საბუთების მიღება;
- მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეყვანა;
- წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, მოკვლევა, ანალიზი, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- პიროვნების იდენტიფიცირება;
- მონაცემთა სისწორის შემოწმება;
- სხვა სამსახურებიდან ან სხვა ორგანოებიდან საბუთების გამოთხოვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მუშაობის გამოცდილება: 1-2 წელი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა.

თანამდებობრივი სარგო: 840 ლარი.

საკონკურსო თემატიკა: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.cra.gov.ge)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge/ 2011 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige