საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში დავების წარმოების სამმართველოს მრჩევლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიმდინარე საქმეებზე სახელმწიფო მიმოხილვების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება;
- სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება და ევროპული სასამართლოსათვის მიწოდება;
- სამთავრობო და არასამათავრობო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ან პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება, მინიმუმ სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- სასურველია, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ან ფრანგული ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ზეპირი მეტყველება);
- კრეატულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხიმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
საკონკურსო თემატიკა:
- საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები;
- ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებების ცოდნა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და დამატებითი ოქმები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და დამატებითი ოქმები);
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა (განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეები);
- ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა (საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს სისიხლის სამართლის (მატერიალური და საპროცესო) და სამოქალაქო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) მისამართზე 2011 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.