საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ალგანი  DMG WEST LINES  შ.პ.ს.   შპს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  გუდვილი 
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ბანკი რესპუბლიკა  ქეა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  პროფკურორტი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
აიელსი  ინგლისური ენის სახლი  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  P/T/G  
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   One World   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  Oxford House  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია 
   ვაკანსია:

გაყიდვების მენეჯერი

   კომპანია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  13 იან. 2012
   ბოლო ვადა:  25 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს იუსტიციის სახლის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი ფორმირების საქმეში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:

- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციაზე, გაყიდვების საქმიანობის განვითარებასა და შესრულებაზე.

- იუსტიციის სახლის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
- სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში მონაწილეობა;
- პროგნოზის მომზადებასა და გაყიდვების ზრდის კუთხით განსახორციელებელი გეგმების გაწერაში მონაწილეობა;
- ყოველთვიური შეხვედრების ჩატარება ხელმძღვანელობასთან დასახული გრძელვადიანი მიზნების მიღწევის კუთხით განხორციელებული სამუშაოების შესაჯამებლად;
- გაყიდვების გეგმის მუდმივი ანალიზი და საჭიროებისამებრ კორექტირება;
- მოლაპარაკებების წარმოება მიზნობრივ კლიენტებთან;
- მონაწილეობა საფასო პოლიტიკის გადახედვასა და ფასდაკლებების საჭიროების ანალიზში;
- ინფორმაციის დამუშავება, რომელსაც იღებს სხვა დეპარტამენტებიდან და უშუალოდ კლიენტებიდან;
- მარკეტინგის სამმართველოს უფროსთან ერთად სერვისების გაყიდვების მასტიმულირებელი აქციების დამუშავება, დაგეგმვა და გახორციელება;
- პოტენციური კლიენტების მოძიება;
- ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია პოტენციური კლიენტების შესახებ;
- პრეზენტაციების ჩატარება სამიზნე ორგანიზაციებთან;
- ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზი და ამის მიხედვით სამოქმედო სტრატეგიის დაგეგმვა;
- გაყიდვების ეფექტური წარმოების გეგმების დასახვა და მომზადება;
- მომსახურების შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის - სატელეფონო ზარები, ელფოსტების გაგზავნა, უკვე დაწყებული მოლაპარაკებების დასრულება, გაყიდვების პრეზენტაციებისა და შეთავაზებების მომზადება, პერსონალური შეხვედრების მოწყობა პოტენციურ კლიენტებთან;
- არსებული მომხმარებლის შენარჩუნება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა სათანადო შეთავაზებებით და გაყიდვების ეთიკური მეთოდებით, შესაბამისი შიდა და პირადი ურთიერთობებით;
- საჭიროებისამებრ, მარკეტინგული გეგმების შესრულების ხელშეწყობა;
- გაყიდვების ანგარიშების მომზადება;
- გაყიდვების ანგარიშების ანალიზი და მომავალი გაყიდვების მოცულობის პროგნოზირება მოგების გაზრდის მიზნით;
- კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და დამუშავება;
- მომხმარებელთა ინფორმირების უზრუნველყოფა ყველა განხორციელებული თუ დაგეგმილი ცვლილების შესახებ, მათ შორის ფასდაკლებების შესახებ;
- დეპარტამენტის პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციაში ჩართვა;
- აქტიურად მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში;
- მიმდინარე სხვა დავალებების შესრულება საქმიანობიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხის ქონა (ეკონომიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით);
- გაყიდვების მენეჯმენტის სფეროში სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წლისა;
- საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების, ბაზრის კონიუნქტურისა და მისი თავისებურებების ცოდნა;
- მარკეტინგისა და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
- პროგნოზირების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა;
- გაყიდვების წესებისა და პრინციპების ცოდნა;
- საქმიანი ურთიერთობის ეთიკის ცოდნა;
- საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგიის ცოდნა;
- მართვის სტრატეგიული და მარკეტინგული ასპექტების ცოდნა;
- პრეზენტაციის უნარი;
-მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული - თავისუფლად;
- კომპიუტერული პროგრამები: MS Office;
- CRM-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

- პუნქტუალური;
- კომუნიკაბელური;
- პრეზენტაბელური;
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- ორგანიზატორი;
- ინიციატორი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige