საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ბათუმის იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობებზე.
ქალაქი: ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამოქალაქო რეესტრის საქმიანობის სფეროში შემავალი დოკუმენტების შემოწმება და დადასტურება
- წარმოდგენილი დოკუმენტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- სხვა სამსახურიდან ან სხვა ორგანოებიდან საბუთების გამოთხოვება
- საქმისწარმოების საჭიროებისათვის დოკუმენტების მოკვლევა, მოძიება და ანალიზი
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება
- სამსახურის მთავარ სპეციალისტებს შორის უფლება–მოვალეობების განაწილება და მათთვის სათანადო დავალებებისა და მითითებების მიცემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2–3 წელი
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები
- საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
- საქართველოს კანონი სახელმწიფო რეესტრის შესახებ
- საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
- საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ
- საქართველოს კანონი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ
- საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N213 2006 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N209 2006 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო
- საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ
- საქართველოს კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 404 2009 წლის 14 ივლისი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ
- საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ.
გთხოვთ იხილოთ ვებ–გვერდი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2011 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.