საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ქეა  შპს.   შირნჰოფერი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  DMG WEST LINES  ალგანი 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  თეგეტა მოტორსი  გუდვილი  შ.პ.ს.  
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  One World   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   აიელსი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კავკასიის უნივერსიტეტი  
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  P/T/G  ინგლისური ენის სახლი  Oxford House  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ბიდისი აკადემია  საქართველოს უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

გიდი-მეთვალყურე

   კომპანია:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

   განთავსებულია:  16 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  15 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@museum.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტურიზმი/მოგზაურობა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს კონკურსს საგამოფენო დარბაზის გიდი-მეთვალყურის თანამდებობაზე.

გიდი-მეთვალყურე კონტროლს უწევს საგამოფენო დარბაზებში დამთვალიერებელთა ქცევის წესების შესრულებას და პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, საექსკურსიო პროგრამების განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობანი:

- მეთვალყურეობა დამთვალიერებლებსა და საგამოფენო დარბაზებში შესულ სხვა პირებზე;
- დამთვალიერებლებთან კომუნიკაცია;
- მუზეუმის დამთვალიერებელთა ქცევის წესების შესრულების კონტროლი;
- კოლექციების უსაფრთხოების მონიტორინგი;
- დამთვალიერებლის მხრიდან მუზეუმის წესების დარღვევის შემთხვევაში დარბაზში ქცევის წესების განმარტება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უსაფრთხოების ოფიცრის ინფორმირება;
- საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დროული რეაგირება და უსაფრთხოების ოფიცრისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- საგანგებო სიტუაციის დროს პირველადი დახმარებისა და ევაკუაციის ორგანიზება;
- მუზეუმის მუდმივი და დროებითი ექსპოზიციების ექსკურსიების გაძღოლა დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
- პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელებთან.

კვალიფიკაცია:

- უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება ჰუმანიტარული მეცნიერებების, საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის სპეციალისტებს);
- ქართული ენის ზედმიწევნით ცოდნა; უცხო ენების (აუცილებელია რუსული და ინგლისური) ცოდნა.

მოთხოვნები:

- პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა და მუდმივი მზადყოფნა დახმარებისათვის;
- თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
- ასაკი: 25-45 წელი;
- მზადყოფნა შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის.

სამუშაო გრაფიკი:

- სამუშაო საათები: 10:00-18:00;
- სამუშაო დღეები: სამშაბათი-კვირა;
- დასვენების დღე: ორშაბათი. დასვენების მეორე დღე: შეთანხმებით (გრაფიკით).

სატელეფონო ზარები არ მიიღება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით და სარეკომენდაციო წერილი 2011 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სახელი, გვარი და "გიდი-მეთვალყურე".

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige