საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სამთვიანი სტაჟირების პროგრამას სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტში, უნივერსიტეტის ახალკურსდამთავრებულებისათვის და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის.
პროგრამის ფარგლებში სტაჟიორის მოვალეობაა სხვადასხვა ეკონომიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღება და დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მრავალმხრივი ინფორმაციის სისტემატიზირების უნარი; პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიების უნარი;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები; დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- უმაღლესი მათემატიკის, სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის საფუძვლების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
ანალიტიკური აზროვნების, ინგლისური ენის, ეკონომიკისა და ფინანსების ცოდნის გამოვლენისათვის შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება. საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ინტერვიუზე.
საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირება არის ანაზღაურების გარეშე.
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ პროფესიული ავტობიოგრაფია ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ "Intern".
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.