საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის რისკების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის მიზანია საერთაშორისო რეზერვების და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა. საერთაშორისო რეზერვების რისკების მართვის სფეროში სამუშაოდ, ეროვნული ბანკი ეძებს ფინანსური ბაზრის პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საბაზო ცოდნა და გამოცდილება, შესწევთ უნარი და აქვთ სათანადო მოტივაცია სწრაფად აითვისონ რისკების მართვის ახალი მეთოდები. ეროვნული ბანკი ამჟამად მართავს დაახლოებით 2.8 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის აქტივებს.
მოვალეობები:
- საერთაშორისო რეზერვების მართვის პროცესთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, რაოდენობრივი შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება მათი მინიმიზაციის მიზნით
- საბაზრო, საკრედიტო და საოპერაციო რისკების ანალიზი
- სტრატეგიული პორტფელების (ბენჩმარკების) შექმნა
- სტრეს-ტესტების განხორციელება
- შემოსავლიანობის ანალიზი
- ანგარიშგების წარმოება
- პროცედურების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება ეკონიმიკაში, სასურველია ფინანსების განხრით;
- სასურველია შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული სერტიფიკატების ქონა;
- საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის ან რისკების მართვის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ფულადი და კაპიტალის ბაზრების, ასევე დერივატიული ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
- სასურველია მათემატიკური/ეკონომეტრიკული აპარატის ფლობა;
- სასურველია რისკების მართვის გავრცელებული მიდგომების ცოდნა (Value at Risk-ის ჩათვლით);
- ანალიტიკური უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული უნარები - MS Windows, MS Office applications, MS Outlook, Internet, PowerPoint, საბანკო პროგრამა.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 დეკემბერი, 2011 წ.