საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის რეზერვების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა საერთაშორისო რეზერვების მართვა. საერთაშორისო რეზერვების მართვის სფეროში სამუშაოდ, ეროვნული ბანკი ეძებს ფინანსური ბაზრის პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საბაზო ცოდნა და გამოცდილება იმუშაონ საერთაშორისო ბაზრებზე, შესწევთ უნარი და აქვთ სათანადო მოტივაცია სწრაფად აითვისონ ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და იმუშაონ ახალ ბაზრებზე. ეროვნული ბანკი ამჟამად მართავს დაახლოებით 2.8 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის აქტივებს.
მოვალეობები:
- საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ანალიზი;
- პორტფელის მართვა, რომელიც მოიცავს ფიქსირებული და ცვალებადი შემოსავლიანობის, ფულადი ბაზრისა და დერივატიულ ფინანსურ ინსტრუმენტებს;
- პერიოდულად მოკლე ანალიტიკური მასალების მომზადება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკაში, სასურველია ფინანსების განხრით;
- სასურველია შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული სერტიფიკატების ქონა;
- საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ფულადი და კაპიტალის ბაზრების, ასევე დერივატიული ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
- ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების დამოუკიდებელი ანალიზის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული უნარები - MS Windows, MS Office applications, MS Outlook, Internet, PowerPoint, საბანკო პროგრამა.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე