საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების მიზანია: კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; მომხმარებელთა ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობა; ფინანსურ ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მონიტორინგი.
მოვალეობები:
- სამომხმარებლო ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობის ანალიზი;
- სამომხმარებლო ფინანსური ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მონიტორინგი;
- სამომხმარებლო ბაზრის პრობლემების გამოვლენისათვის კვლევებში მონაწილეობა;
- ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეთოდოლოგიის შემუშავება; საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, გაცნობა და დამუშავება; მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში და ახალი რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და დამუშავება;
- მომხმარებელთა ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ინფორმაციის გავრცელება და რეკომენდაციების შემუშავება;
- ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების, ასევე შემოსული ელექტრონული ფოსტის აღრიცხვა და მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება.
- ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებელთათვის სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდისა და მასზე განთავსებული ინფორმაციის სისტემატური განახლება და სრულყოფა;
- საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანალიზი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსური ან იურიდიული მიმართულებით;
- ინიციატივა და პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიების უნარი;
- გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების ინიცირების უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მრავალმხრივი ინფორმაციის სისტემატიზირების უნარი;
- კითხვარის შედგენისა და კვლევის უნარი;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები; დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- გამართულად წერის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ საცალო მიმართულებით ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ "CPDS". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აღნიშნული ვაკანსიის ნახვა ასევე შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: