საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
IT განვითარების განყოფილების ფუნქციაა: ბანკის საქმიანობის შესწავლა და მის შესაბამისად თანამედროვე საინფორმაციო სისტემების დანერგვა.
მოვალეობები:
- განყოფილების მუშაობის მართვა; თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება; გუნდური და მოტივირებული ატმოსფეროს შექმნა;
- სამუშაოს და დავალებების ვადებში შესრულების კონტროლი და პრობლემებზე რეაგირება;
- პროექტების შესასრულებლად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიება, კომპანიაში
არსებული სისტემების გამოყენებით;
- ახალი ტექნოლოგიების კვლევა, ტესტირება, განვითარება და დანერგვების პროექტირება;
- ბიზნეს პროცესების აღწერა და საინფორმაციო სისტემების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა;
- საინფორმაციო სისტემის IT არქიტექტურის შემუშავებაში მონაწილეობა;
- მონაცემთა ბაზის დაპროექტებაში მონაწილეობა;
- პროგრამული კოდის ანალიზი;
- პარტნიორი ორგანიზაციებიდან მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი და შემოწმება;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;
- საინფორმაციო სისტემების მომწოდებელთან თანამშრომლობით ბანკში დანერგვის პროექტებში ჩართულობა;
- ბანკში დანერგილი საინფორმაციო სისტემების მეორე დონის მხარდაჭერის ორგანიზება;
- პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის პროექტის შემუშავება;
- პროგრამირება .NET-ში, როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.
აუცილებელი მოთხოვნები:
- განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით;
- მინიმუმ ხუთი წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, აქედან ბოლო ორი წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
- უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონდე კანდიდატს;
- უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი სერტიფიკატების მქონე კანდიდატს;
- Windows არქიტექტურის საფუძვლების ცოდნა;
- Glassfish აპლიკაციის სერვერთან მუშაობის გამოცდილება (ან სხვა Java პლატფორმაზე არსებული აპლიკაციის სერვერთან მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება პლუსად;
- პროგრამირების პლატფორმების და ტექნოლოგიების ცოდნა;
- .NET ტექნოლოგიებშიმუშაობისმინიმუმ 3 წლიანიგამოცდილება;
- გამოცდილება/ცოდნა .NET პლატფორმის, მათ შორის:
- Windows ფორმების პროგრამირებაში;
- WPF;
- ASP.NET (ASP.NET MVC ჩაითვლება პლუსად);
- ვებსერვისები (WCF ცოდნა ჩაითვლება პლუსად);
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
- სხვა ვებ-ტექნოლოგიების და პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება პლუსად (მაგალითად PHP, Javascript);
- ნორმალიზებული მონაცემთა ბაზების შექმნის და ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპების ცოდნა მაღალ დონეზე;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL 2005, MS SQL 2008);
- PKI-თან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ბიზნეს პროცესების აღწერისა და შესაბამისი საინფორმაციო სისტემების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება;
- კვლევისა და ანალიზის გამოცდილება;
უნარები:
- პროექტების მართვის და გუნდის მუშაობის კოორდინირების უნარი;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- საქმიანი ურთიერთობების სწრაფად დამყარების უნარი;
- კვლევის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაბელურობა;
მსურველებს გთხოვთ, პროფესიული ავტობიოგრაფია გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ამასთან, სათაურში მიუთითეთ “ITD”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 4 ოქტომბერი.