საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანსიებზე: IT ტექნიკოსები (3 საშტატო ერთეული) ქ.თბილისი, ქ. ქუთაისი, ლილო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებლებისათვის პირველი დონის IT მხარდაჭერა
- მომხმარებლების კომპიუტერების,პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული თუ პროგრამული პრობლემების გადაჭრა
- სამსახურის უფროსის მიერ დაყენებული ამოცანების განსაზღვრულ ვადაში შესრულება
- სამსახურის უფროსის და მისი უშუალო ხელმძღვანელისთვის საჭირო აპარატურული აქსესუარების/ნაწილების შეძენის საკითხის დაყენება
- თანამშრომლების კონსულტირება კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის საკითხებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში: მინიმუმ 1 წელი;
- კომპიუტერული ქსელებთან, ქსელურ მოწყობილობებთან, ოპერაციულ სისტემებთან (Microsoft, Linux) მუშაობის გამოცდილება, მოწყობა-გამართვისა და ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;
- Microsoft პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
- გამოცდილება TCP/IP ქსელების ადმინისტრირებაში;
სხვა უნარ-ჩვევები და კვალიფიკაციები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დისციპლინირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი - ”ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”;
- საქართველოს ეროვნული არქივის დებულება;
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III ნაწილი.
თანამდებობრივი სარგო: 490 ლარი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მხოლოდ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) 2011 წლის 11 ივლისიდან - 22 ივლისის ჩათვლით ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე .
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.