საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს კონკურს შემდეგ ვაკანსიებზე:
1. საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტი
თანამდებობრივი სარგო: 490 ლარი
მდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობანი:
- საბანკო მონაცემების გატარების კონტროლი.
- ხელშეკრულებების მიხედვით თანხების დარიცხვა.
- ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება.
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- დეფექტური აქტების შემოწმება და გატარება
- კვარტალური რეპორტინგის მომზადება შესაბამისი ფორმების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური განათლება
- ფინანსური კუთხით მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
- “ორის-ბუღალტერის" პროგრამის ცოდნა და მასში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
- საგადასახადო კოდექსის, საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის N70 ბრძანებულება ,,საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“
- საქართველოს ფიანანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანება ,,ბიუჯეტების დაფინანასებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანება ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი
2. დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის სპეციალისტი
თანამდებობრივი სარგო: 450 ლარი
მდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობანი:
- ქაღალდსაფუძვლიანი საარქივო საქმეების, ნახაზების, აფიშების და გაზეთების შეკეთება და რესტავრაცია
- საქმეების შეკერვა
- სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება
- რესტავრირებულ საქმეთა, დოკუმენტების, წიგნების აკინძვა, ყდაში ჩასმა, ყდების შეკეთება
- საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტული ყდებისა და ყდის შემცვლელების დამზადება
- საარქივო საქმეების მარტივი შეკეთება
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
- ანალიტიკური აზროვნება
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი ,,ეროვნული სარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N246 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“
3. საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი (იურისტი)
თანამდებობრივი სარგო: 450 ლარი
მდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობანი:
- ნორმატიული აქტების, ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების პროექტების მომზადება და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის წარდგენა
- ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებლივი დასკვნების მომზადება
- სასამართლო დავებში ეროვნული არქივის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა
- გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილისა და უშუალო უფროსის სხვა დავალებებისა და მითითების შესრულება
- სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- სპეციალობით მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი ,,ეროვნული სარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N246 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს შრომის კოდექსი
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
4. თელავის არქივის სპეციალისტი
თანამდებობრივი სარგო: 250 ლარი
მდებარეობა: ქ.თელავი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თელავის არქივში დაცული საარქივო მასალის დაცვა-აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა
- საარქივო დოკუმენტებიდან ცნობების მომზადება
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მართვის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს კანონი - ”ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N246 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 5 ოქტომბრიდან - 14 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე -
ნებისმიერი სხვა ფორმითა და სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
გთხოვთ subject ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსია.