საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტის (1 საშტატო ერთეული) პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: 480 ლარი
მდებარეობა: ქ.თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე;
- მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
- ბიბლიოთეკაში შემოსული რესურსების აღრიცხვა-დამუშავება;
- ნაბეჭდი წიგნებისა და პერიოდული გამოცემების, სანოტო და კარტოგრაფიული გამოცემებისა და სხვა ტიპის მედიების კატალოგიზაცია;
- სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბიბლიოთეკაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი - "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ";
- საქართველოს ეროვნული არქივის დებულება;
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III ნაწილი.
ვაკანტური პოზიციით დაინტერესებულმა მსურველებმა 2011 წლის 16 დეკემბრიდან - 25 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონული ფოსტით მისამართზე: avacharadze@archives.gov.ge.
აუცილებელია ელექტრონული ფოსტის "subject" ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.