საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს ვაკანსიას ახალქალაქის არქივის სპეციალისტის თანამდებობაზე.
თანამდებობრივი სარგო: 300 ლარი.
მდებარეობა: ქ. ახალქალაქი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-ახალქალაქის არქივში დაცული საარქივო მასალის დაცვა-აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა
-საარქივო დოკუმენტებიდან ცნობების მომზადება
-ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება
-სომხურად და ქართულად გამართული საუბრის და წერის უნარი
-დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია
-საქართველოს კანონი "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #246 ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ".
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: 2012 წლის 6 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსია.
ნებისმიერი სხვა ფორმითა და სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.