საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს ქ. ზუგდიდში
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
-ქართული ენის ცოდნა;
-კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
-შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ";
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის #71 ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ".
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2012 წლის 6 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3-დან 6 თვემდე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სერთიფიკატი.