საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს ვაკანსიას ახალციხის არქივის მთავარი სპეციალისტის (1 საშტატო ერთეული) პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: 350 ლარი
მდებარეობა: ახალციხე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალციხის არქივში დაცული საარქივო მასალის დაცვა-აღრიცხვის შენახვის უზრუნველყოფა
- საარქივო დოკუმენტებიდან ცნობების მომზადება
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- მართვის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი - ”ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”;
- საქართველოს ეროვნული არქივის დებულება;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მხოლოდ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) 2011 წლის 26 სექტემბრიდან - 7 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.