საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტს ესაჭიროება კონსულტანტები 2 თვის ვადით:
-არქიტექტორი - 3 ვაკანსია,
-ინჟინერ-მშენებელი (დამპროექტებელი) -1 ვაკანსია
-სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი -1 ვაკანსია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს ახალი სამშენებლო წესების პროექტის შემუშავებას საერთაშორისო კოდების საბჭოს (ICC) მოდელური კანონმდებლობის, კერძოდ, საერთაშორისო სამშენებლო კოდის (IBC) შესაბამისად. საერთაშორისო სამშენებლო კოდის პირველადი ქართული ვერსია შემუშავებულია და აერთიანებს შემდეგ საკითხებს:
-განმარტებები;
-გამოყენება და სარგებლობა;
-სპეციალური დეტალური მოთხოვნები;
-შენობის სიმაღლეები და ფართობები;
-კონსტრუქციის ტიპები;
-ცეცხლმედეგი კონსტრუქციები;
-ინტერიერის მოპირკეთება;
-ხანძრისაგან დამცავი სისტემები;
-გასასვლელი საშუალებები;
-მისადგომობა;
-ინტერიერის გარემო;
-ექსტერიერის კედლები;
-აწყობილი სახურავები და სახურავსზედა სტრუქტურები;
-სპეციალური სტრუქტურები;
-უსაფრთხოების ზომები მშენებლობის პროცესში;
-არსებული სტრუქტურები.
პროექტის შემდგომი დამუშავების, შინაარსის საბოლოო შეჯერებისა და მისი საკანონმდებლო ინიციატივის ფორმით ჩამოყალიბების მიზნით, სამინისტროსთან (ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით) იქმნება ტექნიკური კომიტეტი. კომიტეტის წევრობის მსურველი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
კომიტეტის წევრობაზე განმცხადებელის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უნდა იყოს არქიტექტორი, ინჟინერ-მშენებელი (დამპროექტებელი) ან სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი;
-უნდა ჰქონდეს არქიტექტორად ინჟინერ-მშენებელად (დამპროექტებელად) ან სახანძრო საქმის სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
-ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს დაპროექტების, ექსპერტიზის, მშენებლობის და/ან მშენებლობის ინსპექტირების გამოცდილება;
-უნდა მიუძღვნას დრო და აქტიურად ჩაერთოს კომიტეტის საქმიანობაში;
-უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.
კომიტეტის წევრის მოვალეობები:
-საერთაშორისო სამშენებლო კოდის ქართული ვერსიის განხილვა (პროფესიის შესაბამისი ნაწილების მიხედვით);
-საერთაშორისო სამშენებლო კოდის ნაწილების ადგილობრივ რეალობასთან შესაბამისობის შეფასება;
-წინადადებების წამოყენება საქართველოში არსებული რეგულაციების გათვალისწინების შესახებ ახალ სამშენებლო წესებში;
-კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად დებატებში მონაწილეობის მიღება;
-ახალი სამშენებლო წესების გარშემო საჯარო განხილვებში მონაწილეობა.
კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.