საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შპს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა 
შ.პ.ს.   შირნჰოფერი  DMG WEST LINES  შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  გუდვილი  პროფკურორტი 
კავკასიის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ბიდისი აკადემია  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  Oxford House  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  One World   
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  აიელსი  საგანმანათლებლო ცენტრი   ინგლისური ენის სახლი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი 
   ვაკანსია:

საოპერაციო პერსონალის დაგეგმვის სამსახურის უფროსი

   კომპანია:

საქართველოს ბანკი

   განთავსებულია:  2 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  14 ივნ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  recruit@bog.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „საქართველოს ბანკის“ ფილიალების ქსელში არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო პერსონალის დაგეგმვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანი:

- სერვის-ცენტრების უზრუნველყოფა საჭირო რაოდენობისა და პოზიციის მოთხოვნების შესაბამისი საოპერაციო პერსონალით;
- სერვის-ცენტრების საოპერაციო პერსონალის კოორდინაცია;
- დაქვემდებარებული სამსახურის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი: საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა,  შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა.

ძირითადი მოვალეობები:

- საოპერაციო პერსონალის, მათ შორის სარეზერვო ჯგუფის დაგეგმვა: პერსონალის რაოდენობების წლიური გეგმის შედგენა, არსებული გეგმების შესაბამისად შესაძლო ვაკანსიების განსაზღვრა;
- საოპერაციო პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება
- პერსონალის ტრენინგების ორგანიზების კოორდინირება/მონიტორინგი;
- პერსონალის როტაცია/დაწინაურების პროცესების მართვა: როტაციის შესახებ წინადადებების მომზადება, შესაბამისი პერსონალისა და კომპანიის ბიზნეს სტრუქტურების ინფორმირება, დაწინაურების სიის ფორმირება/განახლება;
- მონაწილეობის მიღება საოპერაციო პერსონალის დანიშვნა/განთავისუფლების/ადმინისტრაციული ზომების გატარების პროცესებში;
- საოპერაციო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტის, შვებულებების პროცესის კოორდინირება;
- საოპერაციო პერსონალის მატერიალური/არამატერიალური მოტივაციის სისტემების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- პერსონალის შეფასების პროცესის კოორდინირება, შეფასების შედეგების გაცნობა;
- საოპერაციო პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლის მიმართულებით შემუშავებული ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერა;
- სამუშაო გეგმების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

სავალდებულო მოთხოვნები:

- განათლება: ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი, სასურველია ეკონომიკა, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია.

სამუშაო გამოცდილება:

- სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ბანკში, ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში;
- სასურველია დიდი რაოდენობის პერსონალის მართვის გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

- ზოგადი მენეჯმენტი;
- პერსონალის მართვის ზოგადი პრინციპები, მათ შორის პერსონალის დაგეგმვის, შერჩევის, შეფასების ძირითადი პრინციპები;
- ბიზნეს კომუნიკაცია;
- მომსახურების სტანდარტები;
- ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები, Excel-ის ცოდნა კარგად;
- დაგეგმვის, მართვის და ლიდერული უნარები: მიზნების, შესასრულებელი ამოცანების, თანმიმდევრული ქმედებების განსაზღვრა და ვადებში გაწერა, ფუნქციების სწორად დელეგირება, შესრულების კონტროლი, პერსონალის ეფექტური მოტივაცია;
- წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად, გამართულად და ნათლად გამოხატვა;
- პროფესიონალური მიმოწერის წარმოება;
- ანგარიშგების წარმოების უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი;
- დაძაბულ, სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ინიციატივა, დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- სხარტი, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება;
- მიზანდასახულობა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობის უნარი, ლოიალურობა, კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, ემოციური წონასწორობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამგვიგზავნოთ რეზიუმე და ან „საქართველოს ბანკის“ სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ იხილოთ თანდართული ფორმა) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruit@bog.ge  2011 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

განიხილებიან მხოლოდ ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატები.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige