საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ალგანი  შირნჰოფერი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   ქეა  DMG WEST LINES  პროფკურორტი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თეგეტა მოტორსი 
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საგანმანათლებლო ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საქართველოს უნივერსიტეტი  One World   
აიელსი  ბიდისი აკადემია  ინგლისური ენის სახლი  P/T/G  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  Oxford House  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE 
   ვაკანსია:

სალომბარდო საქმიანობის მენეჯერი

   კომპანია:

საქართველოს ბანკი

   განთავსებულია:  2 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  12 ივნ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  recruit@bog.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „საქართველოს ბანკის“ ფილიალების ქსელში არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სალომბარდო საქმიანობის მენეჯერის თანამდებობაზე სალომბარდო სამსახურში.

პოზიციის მიზანი:

- ბანკის მასშტაბით სალომბარდო ჯგუფების საქმიანობის კოორდინირების პროცესის მხარდაჭერა;
- სალომბარდო პერსონალის შვებულებების პროცესის მართვა და კოორდინაცია.

ძირითადი მოვალეობები:

- სალომბარდო პერსონალის როტაციების, პროგრამული უფლებების გაწერის, დამატების, გაუქმების შესახებ შესაბამისი ბიზნეს სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- დაგირავებული ძვირფასეულობის რეალიზაციიდან მიღებული თანხების შესახებ ანგარიშების მომზადება;
- ნამეტი თანხების მოთხოვნის შემთხვევაში თანხების დროულად ჩარიცხვისათვის დასტურის მიცემა შესაბამისი სამსახურისთვის;
- სერვის–ცენტრში სალომბარდო სესხის ვადაგადაცილების ანგარიშიდან სარეალიზაციო სტატუსზე გადატანის შემთხვევების დაფიქსირება, აღრიცხვა, ანგარიშგების წარმოება;
- სერვის ცენტრებში სალომბარდო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- შეფერხების, მათ შორის ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში, პრობლემის დროული იდენტიფიცირება და ოპერატიული რეაგირება.

სავალდებულო მოთხოვნები:

- განათლება: ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი, სასურველია ეკონომიკა, ტექნიკური განათლება.

  სამუშაო გამოცდილება:

- სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ბანკში, ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

- პერსონალის მართვის ზოგადი პრინციპები;
- ბიზნეს კომუნიკაცია;
- მომსახურების სტანდარტები;
- ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები, Excel-ის ცოდნა კარგად;
- დაგეგმვის უნარი – შესასრულებელი ამოცანების, პრიორიტეტულობის განსაზღვრა და დროში სწორად გაწერა;
- წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად, გამართულად და ნათლად გამოხატვა;
- პროფესიონალური მიმოწერის წარმოება;
- ანგარიშგების წარმოების უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი;
- დაძაბულ, სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ინიციატივა, დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- სხარტი, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება;
- მიზანდასახულობა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობის უნარი, ლოიალურობა, კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, მუდმივი დახმარების მზაობა, ემოციური წონასწორობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამგვიგზავნოთ რეზიუმე და ან „საქართველოს ბანკის“ სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ იხილოთ თანდართული ფორმა) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruit@bog.ge  2011 წლის 12 ივნისის ჩათვლით.

განიხილებიან მხოლოდ ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატები.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige