სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიებს ქ. ონის სერვის–ცენტრში შემდეგ თანამდებობებზე:
-მოლარე;
-მოლარე–ოპერატორი;
-ძვირფასი ქვებისა და ლითონების მიმღებ–შემფასებელი;
-ადმინისტრატორი.
1. მოლარე
პოზიციის მიზანია ფულადი ოპერაციების ოპერატიულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით.
ძირითადი მოვალეობები:
-ვალუტის ყოდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება;
-სამგზავრო და საბანკო ჩეკებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება;
-ყალბი ბანკნოტებისა და მონეტების აღმოჩენა;
-დაზიანებული კუპიურების მიღება და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
-სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;
-ფულის ფორმირება.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, სასურველია, მაგრამ არასავალდებულო რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
-მომხმარებლების მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
-კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
-გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
-სიზუსტე და კარგი მეხსიერება;
-დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
-ემოციური წონასწორობა;
-ორგანიზებულობა;
-კოლეგიალურობა;
-საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი.
2. მოლარე–ოპერატორი
პოზიციის მიზანია სერვის ცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
ძირითადი მოვალეობები:
-თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა (მათ შორის ერთჯერადი გადარიცხვები);
-ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
-ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;
-ყალბი ბანკნოტებისა და მონეტების აღმოჩენა;
-მომხმარებლების ანგარიშების ამონაწერების დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომზადება;
-მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
-სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, სასურველია, მაგრამ არასავალდებულო რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
-მომხმარებლების მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
-გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
-გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
-სიზუსტე და კარგი მეხსიერება;
-სხარტი, ლოგიკური აზროვნება, ინტუიცია;
-დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
-ემოციური წონასწორობა;
-ორგანიზებულობა;
-კოლეგიალურობა;
-საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი.
3. ძვირფასი ქვებისა და ლითონების მიმღებ–შემფასებელი
პოზიციის მიზანია სალომბარდო სესხების პერმანენტული ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
ძირითადი მოვალეობები:
-ძვირფასი ლითონების, ქვების შეფასება და სესხის გაფორმება;
-გირაოს ნივთების მსესხებლისათვის დაბრუნება;
-შეტყობინებების გაგზავნა მსესხებლებთან;
-შესყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება. სასურველია, მაგრამ არასავალდებულო ძვირფასი ქვებისა
და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, სასურველია, მაგრამ არასავალდებულო რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
-მომხმარებლების მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
-დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
-გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
-სიზუსტე და კარგი მეხსიერება;
-სხარტი, ლოგიკური აზროვნება, ინტუიცია;
-დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
-ემოციური წონასწორობა;
-ორგანიზებულობა;
-კოლეგიალურობა;
-საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი
4. ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
-დადგენილი მოსახურების სტანდარტების შესაბამისად სერვის ცენტრში შემოსული მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, მათი სწორი გადამისამართება, გადაადგილების კოორდინაცია;
-მომხმარებლების რიგების მართვა, რიგების მომწესრიგებელი აპარატის საშუალებით მომხმარებლების დაკვალიანება;
-უსაფრთხოების მოთხოვნებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, შესაბამისი რეაგირება.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, მარკეტინგის, ტექნიკური საგნების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, სასურველია, მაგრამ არასავალდებულო რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
-მომხმარებლების მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
-დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
-გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
-სიზუსტე და კარგი მეხსიერება;
-სხარტი, ლოგიკური აზროვნება, ინტუიცია;
-დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
-ემოციური წონასწორობა;
-ორგანიზებულობა;
-კოლეგიალურობა;
-საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სს „საქართველოს ბანკის“ სააპლიკაციო ფორმა (გთხოვთ იხილოთ თანდართული ფორმა) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.