საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ქეა  DMG WEST LINES  გუდვილი  შპს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა  ალგანი  შირნჰოფერი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.  
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საქართველოს უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  P/T/G  ინგლისური ენის სახლი  აიელსი  
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  One World   საგანმანათლებლო ცენტრი   Oxford House  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი 
   ვაკანსია:

გადაუდებელი მინდობით აღმზრდელი

   კომპანია:

საქართველოს ბავშვები

   განთავსებულია:  31 მაი. 2011
   ბოლო ვადა:  30 ივნ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  cog@cog.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები", ბავშვთა კეთილდღეობის მხარდაჭერის მიზნით, ახორციელებს გადაუდებელი მინდობით აღმზრდელების შერჩევას თბილისის მასშტაბით.

გადაუდებელი მინდობით აღზრდა გულისხმობს ბავშვის დროებით (3-თვემდე) მოვლასა და აღზრდას აღმზრდელის ოჯახში, სანამ განისაზღვრება ბავშვის მუდმივი განთავსების ადგილი. ეს არის ერთ-ერთი გზა, რათა მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვები არ მოხვდნენ ბავშვთა სახლებში და აღიზარდონ ოჯახურ გარემოში. ასეთი ტიპის მომსახურება ძირითადად ესაჭიროებათ 0-დან 6 წლამდე მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

გადაუდებელი მინდობით აღმზრდელს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის სახელმწიფო უხდის დღეში 20 ლარს, რაც მოიცავს მიმღები მშობლის ანაზღაურებასაც.

"საქართველოს ბავშვები" უზრუნველყოფს შერჩეული ოჯახების პირველადად აღჭურვას ბავშვის მოვლისათვის საჭირო ინვენტარით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ მომზადებასა და ტრენინგს.

მიმღები მშობელი შეიძლება გახდეს:

- საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე;
- პირი, რომელსაც აქვს ბავშვის მოვლის გამოცდილება და უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი მისამართზე: cog@cog.ge ან მოიტანოთ მისამართზე: თბილისი, ნუცუბიძის II მიკრო-რაიონი, I კვარტალი, კორპუსი 7, ბინა 4. (www.cog.ge)

დამატებითი ინფორმაცია გადაუდებელი მინდობით აღზრდის შესახებ:
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ბიოლოგიური ოჯახის მიერ ბავშვის მიტოვება ან როდესაც ოჯახს გარკვეული დროის მანძილზე არ შეუძლია ბავშვზე ზრუნვის განხორციელება, ბავშვი ხვდება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მისი განთავსება ხდება 24 საათიანი ზრუნვის სერვისში. არსებობს სამი სახის ასეთი სერვისი:

- დიდი ზომის რეზიდენტული სააღმზრდელო დაწესებულება (ბავშვთა სახლი)
- მცირე საოჯახო ტიპის სახლი
- მინდობით აღზრდა

დიდი ზომის რეზიდენტული სააღმზრდელო დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფს ოჯახური ტიპის გარემოს, რაც აუცილებელია ბავშვის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა და განვითარებისათვის (http://www.savethechildren.org.uk/en/docs/Keeping_Children_Out_of_Harmful_Institutions_Final_20.11.09.pdf). ამის გამო ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია დიდი ზომის დაწესებულებების ჩანაცვლება ოჯახური ტიპის სერვისებით. აღნიშნულს მიეკუთვნება მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მინდობით აღზრდა.

მინდობით აღზრდა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის დროებით მოვლასა და აღზრდას გულისხმობს. მინდობით აღზრდა მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების რეალიზების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას, მის სოციალიზაციასა და ადაპტაციას საზოგადოებაში.

მინდობით აღზრდის შემთხვევაში შესაძლოა ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში, სრულწლოვანების მიღწევამდეც კი, ცხოვრობდეს მიმღებ ოჯახში. თუმცა ასევე არსებობს გადაუდებელი მინდობითი აღზრდა, რაც გულისხმობს ბავშვის განთავსებას მიმღებ ოჯახში ხანმოკლე დროით (მაქსიმუმ 3 თვე). ეს დრო შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც პრიორიტეტულია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე გრძლევადიანი ოჯახური სერვისის მოსაძიებლად ან ბავშვის გაშვილებისათვის საჭირო ფორმალობების მოსაგვარებლად.

ვინაიდან გადაუდებელი მინდობით აღზრდა არის პროფესიული სერვისი, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა აღმზრდელების ადეკვატურ შერჩევასა და მომზადებას, რაშიც სახელმწიფოს დახმარებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაციები. სახელმწიფო სოციალური სამსახური ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგს ბავშვის განთავსების შემდგომ. მონიტორინგი გულისხმობს მიმღებ ოჯახში ბავშვზე ზრუნვის ხარისხის რეგულარულ შეფასებასა და შესაბამისი ზომების მიღებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილება. მიმღებ ოჯახში განთავსებული ბავშვი სახელმწიფოსგან აგრეთვე ღებულობს ჯანმრთელობის დაზღვევას. ბავშვისა და აღმზრდელის ფსიქოლოგიური   მხარდაჭერა ხორცილედება არასამთვრობო ორგანიზაციების მიერ.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige