შ.პ.ს ,,საქართველოს ახალი ენერგია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის (მდივანი) ვაკანსიას.
მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება
- საქმიანი მიმოწერის წარმოება
- თარგმანის უზრუნველყოფა ინგლისურიდან ქართულ და რუსულ ენებზე და პირიქით, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით
- სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება
- შეხვედრების ორგანიზება
- ორგანიზაციული საკითხების მოგვარება
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა სავალდებულოა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Office
- ასაკი : 22-დან 35 წლამდე
დამატებითი მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა
- ენერგიულობა
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები
პირობები:
- ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:30, სრული (კვირაში 6 დღე)
- ადგილმდებარეობა: თბილისი
- გამოსაცდელი ვადა 1 თვე
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ საკუთარი მონაცემები (CV) ფოტოსურათთან (3x4) ერთად, ელექტრონულ მისამართზე: და საგანში (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „office manager” (ლათინური შრიფტით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება . დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს,დამატებითი ინფორმაცია ტელეფონით არ გაიცემა.