საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შირნჰოფერი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  გუდვილი  შპს.  
თეგეტა მოტორსი  პროფკურორტი  DMG WEST LINES  ქეა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  Oxford House  საქართველოს უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ბიდისი აკადემია  
One World   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი 
   ვაკანსია:

სემინარი იურისტებისათვის

   კომპანია:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

   განთავსებულია:  1 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  12 ივნ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  metreveli@gyla.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურისტებს სემინარზე "არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან". სემინარი განკუთვნილია სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტებისათვის.

სემინარს წარუძღვებიან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე პროფესიონალი ექსპერტები: გიორგი ტუღუში (საქართველოს სახალხო დამცველი) და ბესარიონ ბოხაშვილი (ევროკავშირის პროექტი - "სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა" - გუნდის ხელმძღვანელი).

სემინარს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
სემინარს აფინანსებს ევროპის საბჭო.

სემინარის თემატიკა:

- არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება
- გამოძიების ჩატარების ვალდებულების წარმოშობა და სამართლებრივი ბუნება
- გამოძიების ჩატარების მიზანი
- გამოძიების დაწყების საფუძველი
- არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ფორმები
- არაადამიანური მოპყრობის პრევენციის მექანიზმები და ამ მექანიზმების მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას
- დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
- დამცველის ყოლის უფლება
- სამედიცინო შემოწმებისა და ექიმის ნახვის უფლება
- დაკავებულისათვის მისი უფლებების გაცნობა
- არაადამიანური მოპყრობის პრევენციის სხვა საშუალებები და მათი მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას
- თავისუფლების აღკვეთის აღრიცხვის ბარათები
- ბრალდების მხარისა და სასამართლოს ვალდებულებები საწყის ეტაპზე
- თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სამედიცინო პერსონალის როლი
-თავისუფლების აღკვეთის დროს უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები
- კრიტერიუმები, რომელიც მიუთითებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე
- დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
- გამოძიების ჩატარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ
- სრულყოფილი გამოძიება
- დროული გამოძიება
- დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიებაში და საზოგადოებრივი კონტროლი.

სემინარი ორდღიანია და ჩატარდება ა/წ 21-22 ივნისს, თბილისში, სასტუმრო შერატონი მეტეხი პალასში, დილის 10.00 სთ-დან საღამოს 18.00 სთ-მდე.

სემინარში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები ორგანიზატორების მიერ უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი სასემინარო მასალებით, სადილითა და ყავა-შესვენებებით.

სემინარზე რეგიონებიდან შეირჩევა 10 მონაწილე. მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა და თბილისში სასტუმროში განთავსება 3 ღამით.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 12 ივნისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: metreveli@gyla.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 936101 (125).
საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige