სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისია აცხადებს სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებისთვის.
წარმატებული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა ცნობა.
ვაკანტური ადგილი: 1.
სტაჟიორთა შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, საკონკურსო კომისიის მიერ, რომელიც ჩატარდება ორ ეტაპად: CV-ის გადარჩევისა და გასაუბრების ფორმით.
ძირითადი მოვალეობები:
-ეთიკის კომისიის ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება;
-ეთიკის კომისიის სფეროში არსებული საერთაშორისო და შიდა პრაქტიკის მოძიება და დამუშავება;
-ეთიკის კომისიის წევრების სხვა დავალებების შესრულება;
-ეთიკის კომისიის იურისტთა საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი;
-უცხო ენის (სასურველია ინგლისურის) სრულყოფილი ცოდნა;
-ეთიკის კომისიის საქმიანობის მიმართ ინტერესი;
-კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-ანალიტიკური აზროვნება.
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
-უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
-ავტობიოგრაფია (CV);
-სამოტივაციო წერილი.
საბუთები მიიღება 2012 წლის 15 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წამოადგინონ სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ოფისში: ქ. თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. 36, ან ელფოსტაზე:
საკონტაქტო ნომერი: 790 278977.