შპს ,,საქაერონავიგაცია” აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტების შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვის ორგანიზება
- საწარმოს ობიექტებზე შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვის მონიტორინგი
- ევაკუაციის გეგმების შემუშავება
- პერსონალის ინსტრუქტაჟი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების ( Word, Excel, Visio ) ცოდნა
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
პიროვნული მოთხოვნები:
- შრომისმოყვარეობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა
- დაგეგმვის უნარი
- ორგანიზებულობა/დისციპლინა
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში
კონკურსი ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CVფოტოთი და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ . ფოსტის მისამართზე : hr@airnav.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ ინჟინერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.11.2011 წელი.